თბილისი რომ არა, ეს ცნობილი ოჯახი არ შედგებოდა - ეს ბევრმა არ იცის! - მშობლები

თბილისი რომ არა, ეს ცნობილი ოჯახი არ შედგებოდა - ეს ბევრმა არ იცის!

2015-08-25 10:54:46+04:00

როგორ დაუკავშირდა ჩვენს დედაქალაქს ვიქტორია და დევიდ ბექჰემების ცხოვრება დღეს ორივენი ძალიან ცნობილები არიან, ოთხი შვილი ჰყავთ, ძალიან უყვართ ერთმანეთი, მყარი, მდიდარი და წარმატებული ოჯახი აქვთ. ვიქტორიამ მუსიკალური სამყაროდან მოდის ბიზნესში წარმატებით გადაინაცვლა, დევიდმაც ასევე იღბლიანად მოსინჯა ძალები ბიზნესისა და მოდის სფეროებში, ერთმანეთს ხშირად უხსნიან საჯაროდ სიყვარულს, თუმცა ბევრმა არ იცის, რომ მათი სიყვარულის ამბავს ჩვენს დედაქალაქში, თბილისში ჩაეყარა საფუძველი.

მაშინ ვიქტორია ცნობილ ჯგუფ "სპაის გერლზში" მღეროდა. დევიდი 21 წლის იყო და ''მანჩესტერ იუნაიტედში'' თამაშობდა. თავის ავტობიოგრაფიაში ასე წერს: ''1996 წლის ნოემბერი იყო. საქართველოს დედაქალაქ თბილისში, სასტუმროს ნომერში ვიჯექი, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩის წინ. ტელევიზორი მუსიკალურ არხზე იყო ჩართული.

პირველად იქ ვნახე ''სპაის გერლზის'' ახალი ვიდეო. უდაბნოში ცეკვავდნენ. პოშ სპაისს (როგორც ვიქტორია ადამსს მაშინ ეძახდნენ) ტანზე მომდგარი შავი კოსტიუმი ეცვა და ძალიან მაგრად გამოიყურებოდა. მაშინ ვუთხარი გარი ნევილს: ''გარი, ამ გოგოს უნდა შევხვდე''.

დევიდმა გულში ჩაიდო აზრი, რომ ეს ქალი უნდა გაეცნო. ერთმანეთს ერთ-ერთ საქველმოქმედო მატჩზე შეხვდნენ. ფეხბურთელი პირდაპირ მივიდა საოცნებო ქალთან და შეხვედრის უფლება სთხოვა.

ვიქტორიამ მოგვიანებით აღიარა, რომ აზრზეც არ იყო, თუ ცნობილი ფეხბურთელი სთხოვდა პაემანს. სულ არ აინტერესებდა ფეხბურთი. ბოლოს მათ შორის ნამდვილი რომანი გაჩაღდა და 1999 წლის 4 ივლისს იქორწინეს. სულ ცოტა ხნის წინ აღნიშნეს ქორწინებიდან 16 წლისთავი ოთხ შვილთან ერთად.

mshoblebi