რომელი წმინდანების ხსენების დღეებია სექტემბერში - მშობლები

რომელი წმინდანების ხსენების დღეებია სექტემბერში

2015-08-30 07:14:49+04:00

ბავშვისთვის სახელის დარქმევისას ესეც რომ გაითვალისწინოთ ბავშვის გაჩენამდე და გაჩენისას მშობლები ხშირად ცდილობენ გაითვალისწინონ იმ წმინდანის ხსენების დღე, რომელსაც შეიძლება დაემთხვას პატარის დაბადება - ასე ბავშვი ამ წმინდანის მფარველობის ქვეშ ექცევა და შეიძლება, სახელის დარქმევისასაც გაითვალისწინონ ეს ფაქტორი. ამჯერად გთავაზობთ იმ რამდენიმე წმინდანის სახელებსა და მათი ხსენების რიცხვებს, რომლებიც სექტემბერს უკავშირდება.

2 სექტემბერი: სამოელ წინასწარმეტყველი

3 სექტემბერი: სარმეან კათოლიკოსი

6 სექტემბერი: სერაპიონ საკვირველთმოქმედი

8 სექტემბერი: წმინდა ნატალია

10 სექტემბერი: წმინდა შუშანიკი

13 სექტემბერი: გენადი I

14 სექტემბერი: ღირსი სვიმეონ მესვეტე და დედა მისი მართა

15 სექტემბერი: ღირსი იოანე მმარხველი

16 სექტემბერი: ბასილისა ნიკომიდიელი

17 სექტემბერი: მოსე, მამა სვიმეონი

18 სექტემბერი: წინასწარმეტყველი ზაქარია და მართალი ელისაბედი - მშობელნი იოანე ნათლისმცემლისა

19 სექტემბერი: ღირსი დავითი

20 სექტემბერი: ღირსი ლუკა

21 სექტემბერი: შობა ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა - ღვთისმშობლობა, იოანე და გიორგი-იოანე აღმსარებელნი

22 სექტემბერი: წმინდა იოაკიმე და წმინდა ანა

23 სექტემბერი: წმიდა მოციქულნი აპოლო, ლუკა და კლიმენტი - სამოცდაათთაგანნი, წმიდა პეტრე და პავლე - ნიკეელი ეპისკოპოსნი

24 სექტემბერი: თეოდორა ალექსანდრიელი, წმიდა მოწამე დიმიტრი, წმიდა მოწამე ია

25 სექტემბერი: გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი

26 სექტემბერი: ქეთევან დედოფალი, წმიდა მოწამე ილია

27 სექტემბერი: მიცვალება წმიდისა იოანე ოქროპირისა

28 სექტემბერი: იოსებ ალავერდელი

29 სექტემბერი: იოსებ და ისააკ ქართველნი, დიდმოწამე ეფემია ყოვლადქებული

30 სექტემბერი: წმიდა მოწამენი პისტი, ელპიდი და აღაპი და დედა მათი სოფიო, წმინდა მოწამე ილია

იხილეთ წმინდანთა სახელები, რომელთა ხსენება აგვისტოს დღეებშია