მეთოდი ძალიან მარტივია (+ვიდეოგაკვეთილი) ყველა დიასახლისისთვის ტანჯვაა ლითონისა და თუჯის ჭურჭლიდან ჩამჯდარი ცხიმის მოშორება. არსებობს უამრავი ქიმიური საშუალება, რომელიც თითქოს მარტივად აგვარებს ამ პრობლემას, მაგრამ ქიმიური შემადგენლობა არც ისე სახარბიელოა საკვების მოსამზადებელი ჭურჭლის გასახეხად.
ვიდეოში მარილითა და ძმრით გახეხვის მეთოდს გვასწავლიან. მარილი სკრაბის ფუნქციას ასრულებს, ხოლო ძმარი – მჟავის. მეთოდი მარტივია, უბრალოდ დააყარეთ მარილი ჭურჭლის ზედაპის, შემდეგ მოასხით ძმარი და ჭურჭლის სარეცხი ღრუბლის უხეში მხრიდან კარგად გახეხეთ ზედაპირი. იხილეთ ვიდეო