როგორ მოვამზადოთ შინ უებარი ფიზიოლოგიური ხსნარი და რა დროს გამოვიყენოთ - მშობლები

როგორ მოვამზადოთ შინ უებარი ფიზიოლოგიური ხსნარი და რა დროს გამოვიყენოთ

2015-09-25 04:41:11+04:00

ცხვირში ჩაწვეთებით თუ ინჰალაციის მეშვეობით მიღებულ ამ ხსნარს დიდი ეფექტი აქვს ფიზიოლოგიური ხსნარის მრავალმხრივი გამოყენების შესახებ ლბათ ყველა მშობელს სმენია. მედიცინაში მას საკმაოდ ხშირად და მრავალფუნქციურად იყენებენ - ყურის, ცხვირის, თვალის, პირის ღრუს და სხვა პრობლემების დროს. თუმცა ოჯახში ყველაზე პოპულარული ის გაციებისა და სურდოს დროს არის, რადგან ამ შემთხვევაში ყველაზე უვნებელი და იმავდროულად ეფექტური საშუალებაცაა - ცხვირში ჩაწვეთებით თუ ინჰალაციის მეშვეობით მიღებულ ამ ხსნარს დიდი ეფექტი აქვს და თანაც, თუ დოზებს არ გადავაჭარბებთ, არაფერს აზიანებს. განსხვავებით ცხვირის ჩვეულებრივი წვეთებისგან, რომელთაც სისხლძარღვთა გამაფართოებელი ეფექტი აქვთ. ისინი სწრაფად შეიწოვება სისხლში და შესაძლოა, ორგანიზმზე არა მარტო ადგილობრივი, არამედ ზოგადი ზემოქმედებაც მოახდინონ, ამიტომ ექიმის ნებართვის გარეშე ბავშვს სხვადასხვა პრეპარატის ჩაწვეთებას არ ურჩევენ. მხოლოდ ფიზიოლოგიური ხსნარის გამოყენება შეგვიძლია შინაურ პირობებში, ჩვენი თვალთახედვით და მისი გამოყენება შეიძლება ჩვილებთანაც. რასაკვირველია, აქაც არსებობს გარკვეული წესები და დოზები:

* ფიზიოლოგიური ხსნარის ჩაწვეთება ხდება კვებამდე 15-20 წუთით ადრე.

* თავდაპირველად აწვეთებთ 1-2 წვეთს თითოეულ ნესტოში, 10 წუთის შემდეგ - კიდევ 1-2 წვეთს, რათა დაიშალოს უფრო ღრმად მდებარე სქელი ლორწო. მერე შეგიძლიათ, 2-საათიანი შუალედებით.

* ფიზიოლოგიური ხსნარის ჩაწვეთება 4-5 დღე შეიძლება.

* ხსნარის ჩაწვეთების დროს ბავშვს თავი მაღლა არ უნდა ააწევინოთ - წვეთები ორგანიზმში კი არ უნდა შეიწოვოს და საყლაპავ მილში გადავიდეს, არამედ მხოლოდ ცხვირის ნესტოს გამასუფთავებელი ფუნქცია უნდა შეასრულოს და ლორწოსთან ერთად გამოვიდეს გარეთ.

ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარისის დატენიენება ხელს უშლის გრიპისა და გაციების გამომწვევი ვირუსების შეღწევას სასუნთქ სისტემაში. ამიტომ ფიზიოლოგიური ხსნარი გაციების პირველი ნიშნებისთანავე შეგიძლიათ გამოიყენოთ, პროფილაქტიკისთვის. ფიზიოლოგიური ხსნარი სახლის პირობებშიც შეიძლება მომზადდეს:

1. 1 ჩაის კოვზი სუფრის მარილი (სუფთა) ან ½ ზღვის მარილი გახსენით 1 ლიტრ ანადუღარ ოთახის ტემპერატურის წყალში. მარილისა და წყლის შეფარდება სწორედ ასეთი უნდა იყოს - 1:100. ჩაასხით ცხვირის წვეთების ფლაკონში და გამოიყენეთ ცხვირის ნესტოების გასასუფთავებლად ან ინჰალაციისთვის.