ნიშნობა ანუ დაწინდვა - როგორ ემზადებოდნენ ჩვენი წინაპრები ქორწილისთვის - მშობლები

ნიშნობა ანუ დაწინდვა - როგორ ემზადებოდნენ ჩვენი წინაპრები ქორწილისთვის

2015-10-06 11:57:30+04:00

სანამ წყვილი ჯვარს დაიწერდა, ისინი ინიშნებოდნენ, თუმცა ნიშნობა დღევანდელი გაგებით არ ტარდებოდა ძველად, სანამ წყვილი ჯვარს დაიწერდა, ისინი ინიშნებოდნენ, თუმცა ნიშნობა დღევანდელი გაგებით არ ტარდებოდა. ნიშნობა, იგივე დაწინდვა ეკლესიაში სრულდებოდა, წყვილი სასულიერო პირისგან ლოცვა-კურთხევას იღებდა, ბეჭდებს გაცვლიდა და ქორწილისთვის ემზადებოდა. დღეს ეს ტრადიცია ოჯახურმა ნიშნობამ შეცვალა, ხშირად კი ნიშნობა სულაც არ ხდება და ბევრი წყვილი პირდაპირ ქორწინდება. დაწინდვაზე უფრო ვრცლად AMBEBI.GE-ს ნარიყალას წმ. ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი ესაუბრება:

- ეკლესიაში ყველა საიდუმლოებას წინ გარკვეული შესავალი უძღვის, მაგალითად როცა ადამიანი ინათლება, მან კატეხიზაცია უნდა გაიაროს, თუ ადამიანს ზიარება უნდა, აუცილებლად უნდა თქვას აღსარება, ანუ გარკვეული შემზადება საჭიროა, ასევე, როცა ქრისტიანი ჯვრის დაწერას აპირებს, მან უნდა აღასრულოს დაწინდვა, როცა სასულიერო პირი დაწინდვას ჯვრისწერის მსურველებზე აღასრულებს.

- რას ნიშნავს დაწინდვა?

- თანამედროვე ენაზე დაწინდვას დანიშვნა ჰქვია, ეს არის ლოცვა-კურთხევა იმ წყვილზე, ვისაც სურს, რომ თავისი ბედი იმ ადამიანს დაუკავშიროს, ვისთანაც მთელი ცხოვრება აპირებს ყოფნას. რადგანაც ჯვრისწერა და შეუღლება დიდი პასუხისმგებლობაა, ეკლესიამ განაჩინა, რომ სანამ ადამიანები იქორწინებენ, მანამდე საჭიროა მოსამზადებელი პერიოდი, უკეთ გაცნობის მიზნით, წყვილი ლოცვა-კურთხევას მღვდლისგან იღებს, ანუ დაიწინდებიან, ბეჭდებს გაცვლიან და ეს ნიშნავს არა ცოლ-ქმარს, არამედ იმას, რომ ისინი არიან სასიძო და სარძლო. დღეს ეს ინსტიტუტი ფაქტობრივად, გაუქმებულია. დღეს დაწინდვაც და ჯვრისწერაც ერთად ტარდება. ადრე კი ჯერ დაწინდვა ხდებოდა, გარკვეული პერიოდის შემდეგ, მაგალითად 6 ან რამდენიმე თვის მერე, თუ წყვილი გადაწყვეტდა, რომ ერთმანეთთან მთელი ცხოვრების გატარება შეეძლოთ, ისინი ჯვარსაც იწერდნენ. განაგრძეთ კითხვა