გაიგეთ, ვის დაემსგავსება თქვენი შვილი - მშობლები

გაიგეთ, ვის დაემსგავსება თქვენი შვილი

2015-10-07 17:29:22+04:00

ნუ გგონიათ, რომ თუ თქვენც და თქვენი მეუღლეც შავგვრემნები ხართ, ბავშვსაც აუცილებლად შავი ფერის თმა ექნება ფეხმძიმე სულმოუთქმელად ელის შვილის დაბადებას. გაინტერესებთ, როგორი იქნება თქვენი შვილი და ვის დაემსგავსება. და ნუ გგონიათ, რომ თუ თქვენც და თქვენი მეუღლეც შავგვრემნები ხართ, ბავშვსაც აუცილებლად შავი ფერის თმა ექნება, გენებს სულ სხვა გეგმები აქვთ.

სქესი

ბავშვის სქესი იმ მომენტში ყალიბდება, როცა სპერმატოზოიდი კვერცხუჯრედში ხვდება. ქალის კვერცხუჯრედი მხოლოდ Х-ქრომოსომის მატარებელია. მამაკაცის სპერმატოზოიდების ერთი ნახევარი - Х-ქრომოსომის, მეორე ნახევარი კი - У-ქრომოსომის. ასე რომ, თუ კვერცხუჯრედს გაანაყოფიერებს Х-ქრომოსომის მატარებელი სპერმატოზოიდი გოგონა დაიბადება, ხოლო თუ У-ქრომოსიმის მატარებელი - ბიჭი. მარტივად რომ ვთქვათ, გოგონას სქესს განსაზღვრავს ХХ-ქრომოსომა ხოლო, ბიჭის სქესს - ХУ-ქრომოსომა.

თმის ფერი

არ გაინტერესებთ, რა ფერის თმა ექნება თქვენს შვილს? როგორც წესი, თუ მშობლებს წაბლისფერი თმა აქვთ, ბავშვი ასეთი თმის ფერით დაიბადება. რაც უფრო მეტი ადამიანი გყავთ გვარში წაბლისფერთმიანი, მით მეტია შანსი, რომ ბავშვიც ასეთი ფერის თმას მიიღებს. იმავეს თქმა შეიძლება ქერებსა და შავთმიანებზეც, თუმცა გამონაკლისები აქაც არსებობს, თუ ბავშვში ვინმე ნათესავის გენმა იმძლავრა. მაგრამ რა ფერის თმა ექნება ბავშვს, თუ დედას ქერა თმა აქვს, მამას - შავი? ადრე მეცნიერებს მიაჩნდათ, რომ თუ ერთ-ერთ მშობელს მუქი ფერის თმა აქვს, ბავშვი მისი თმის ფერს მიიღებს, რადგან შავი დომინანტური ფერია, მაგრამ ყოფილა არაერთი შემთხვევა, რომ ქერა დედასა და შავგვრემან მამას ჰყოლიათ ან ჟღალთმიანი, ან ქერათმიანი ბავშვი. ქერა თმის ფერი უფრო სუსტი გენია და ბავშვი იმ შემთხვევაში იქნება ქერათმიანი, თუ მშობლებს რომელიმე ნათესავიც ჰყავდათ ქერათმიანი.

მსუქანი კი არა, ფერხორციანია

დიდობაში თქვენი შვილი მსუქანი იქნება თუ არა, დამოკიდებულია არა მშობლების კომპლექციაზე, არამედ მის კვების რეჟიმსა და ფიზიკურ აქტივობაზე. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ადამიანი მხოლოდ 40 პროცენტითაა დამოკიდებული გენებზე. დანარჩენი 60 პროცენტი მისი ცხოვრების წესის შედეგია. ამიტომ, თუ თქვენ და თქვენი ნათესავების დიდი ნაწილი ჭარბ წონას ებრძვის, ნუ გგონიათ, რომ თქვენი შვილიც აუცილებლად მსუქანი უნდა იყოს. შეუდგინეთ მას ჯანსაღი კვების რაციონი, ბავშვობიდან მიაჩვიეთ ვარჯიშს და მისი ფერხორციანობა არასდროს გახდება თქვენი თავის ტკივილი.

ვისი თვალები გამოჰყვება ბავშვს?

დაბადებისას, ბავშვებს ძირითადად ცისფერი ან ნაცრისფერი თვალები აქვთ და გაზრდასთან ერთად (დაახლოებით 1 წლის განმავლობაში) თვალის ფერი ეცვლებათ. ადვილი შესაძლებელია, რომ თაფლისფერთვალება მშობლებს ცისფერთვალება ბავშვი ეყოლოთ. ყველაფერში "გენეტიკური კოქტეილია" დამნაშავე. ჯერჯერობით არ გამოუგონიათ მეთოდი, რომელიც, მშობლების თვალის ფერის მაგალითზე, წინასწარ განსაზღვრავს მომავალი ბავშვის თვალის ფერს.

ფოსოები ლოყებზე

საკუთარ და მეუღლის ნათესავებზე დაკვირვებით ძნელად გაარჩევთ, ექნება თუ არა თქვენს შვილს ჭორფლი, ფოსოები ლოყებსა და ნიკაპზე. გაყოფილი ნიკაპით ძირითადად ბიჭები იბადებიან. საყვარელი ფოსოები ლოყებზე ბევრ ახალშობლის აქვს, მაგრამ დროთა განმავლობაში უქრებათ.

სიმელოტისკენ მიდრეკილება

იმის გამოსაცნობად, გამელოტდება თუ არა თქვენი შვილი, უნდა დააკვირდეთ პაპას დედის მხრიდან. თუ დედის მამა მელოტია, თქვენი ვაჟიც 73-75 პროცენტის ვარაუდით მელოტი იქნება. საქმე ისაა, რომ ბიჭს დედის გენი მოჰყვება. თუმცა, რომელ მშობელსაც არ უნდა ჰგავდეს თქვენი შვილი და რა გენებიც არ უნდა გამოჰყვეს, გახსოვდეთ, რომ მას თავისი უნიკალური გარეგნობაც და ხასიათი ექნება.

გოლიათი თუ წრიპა

რა თქმა უნდა, მაღალ მშობლებს მაღალი შვილი გაეზრდებათ. დაბლებს - დაბალი. მაგრამ არც ეს არაა საბოლოო ვერდიქტი. ზოგჯერ დაბალ მშობლებს გოლიათი შვილები ეზრდებათ და პირიქით. თუმცა, ვარჯიში და კვება აქაც მთავარ როლს თამაშობს.

ასე განსხვავებულები და მაინც ერთნაირები

ზოგჯერ და-ძმები ძალიან ემსგავსებიან ერთმანეთს, ზოგჯერ მათ შორის უმნიშვნელო მსგავსებაც არაა, ე.ი. და-ძმებს შორის გენეტიკური მსგავსება 50 პროცენტზე ნაკლებია. ეს იმიტომ ხდება, რომ განაყოფიერების პროცესში შეიძლება მოხდეს გენის მუტაცია, ახალი გენეტიური მატერიის შექმნა. სწორედ ეს პროცესია მთავარი როლის შემსრულებელი მომავალი ბავშვის ჩამოყალიბებაში.