ერთი შეხედვით აქ ორი სხვადასხვა ადამიანია – მაგრამ სიმართლე ძნელი დასაჯერებელია... - მშობლები

ერთი შეხედვით აქ ორი სხვადასხვა ადამიანია – მაგრამ სიმართლე ძნელი დასაჯერებელია...

2015-10-14 17:44:20+04:00

ამბავი, რომელმაც ინტერნეტი შეძრა ხანდახან გვგონია, რომ ჩვენი ცხოვრება სხვისაზე უარესია, თუმცა ყველას თავისი წილი პრობლემები აქვს. ბრიტანი ბეგანდერი 26 წლისაა, თუმცა უკვე იმდენი რამ გადაიტანა, მასზე გაცილებით ასაკოვან ადამიანებს რომ არც დასიზმრებიათ. მომავალი წლის დასაწყისში გამოვა მისი წიგნი "უსაფრთხოება ციფრებში: 25-დან 100 კილოგრამამდე. ჩემი ბრძოლა კვებითი ქცევების აშლილობასთან".

საქმე ის არის, რომ გოგონამ საკუთარ ტყავზე გამოსცადა, რა არის ანორექსია და სიმსუქნე. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ასეთი რამ შესაძლებელია.

mshoblebi

13 წლამდე ბრიტანის ცხოვრება ისევე მიედინებოდა, როგორც სხვა მისი ასაკის გოგონების. მაგრამ გარდატეხის პერიოდში მკვეთრად დაიწყო წონაში კლება. 20 წლისამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია – 25 კილოგრამს. მკურნალობა აღარ შველოდა და ექიმები ვერანაირ შანსს ვეღარ აძლევდნენ.

mshoblebi

მაგრამ სასწაული მოხდა. ბეგანდერმა წონის აკრეფა დაიწყო, თუმცა აქაც ზედმეტი მოუვიდა, რადგან სულ სამ წელიწადშუ 72 კილოგრამი მოიმატა და უკვე 100 კილოგრამს რომ მიაღწია, მიხვდა, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა.

mshoblebi

თავი ხელში აიყვანა და შეუძლებელი შეძლო – იდეალურ ფორმას მიაღწია. ახლა ლამაზმანია, რომელიც სხვებს ეხმარება მსგავსი პრობლემების გადალახვაში და ბევრი ადამიანის აღტაცებასაც იმსახურებს მისი ნებისყოფა.

mshoblebi