ბენდუქიძის მილიარდიანი ქონებისთვის ბრძოლის პირველ ეტაპზე მისმა "საიდუმლო" ქალიშვილმა გაიმარჯვა - მშობლები

ბენდუქიძის მილიარდიანი ქონებისთვის ბრძოლის პირველ ეტაპზე მისმა "საიდუმლო" ქალიშვილმა გაიმარჯვა

2015-10-30 04:52:56+04:00

"ადამიანებს, რომლებიც მამაჩემს იცნობდნენ, ჩემს დანახვაზე ცრემლები მოსდით, რადგან ჩვენ ძალიან ვგავართ. ბევრს არ აქვს ჩვენნაირი ღრმულები ლოყებზე" ანასტასია გონჩაროვა: "ადამიანებს, რომლებიც მამაჩემს იცნობდნენ, ჩემს დანახვაზე ცრემლები მოსდით, რადგან ჩვენ ძალიან ვგავართ. ბევრს არ აქვს ჩვენნაირი ღრმულები ლოყებზე. ჩემთვის ძალიან რთული იყო სასამართლოს გზის გავლა, მაგრამ მამაჩემი მებრძოლი იყო და მე უნდა მივყოლოდი მის მემკვიდრეობას და დამემტკიცებინა, რომ მისი შვილი ვარ. ახლა რუსეთში უნდა წავიდე დნმ-ის ტესტის გასაკეთებლად. ძალიან ბედნიერი ვარ რომ სამართლიანობა აღდგა."

მილიარდერი ოლიგარქის "საიდუმლო ქალიშვილმა" მისივე ქვრივთან უმაღლეს სასამართლოში დავა მოიგო. გამოტანილი ვერდიქტის თაობაზე ბიზნესმენის სხეულის ქსოვილის ნიმუშებზე დაყრდნობით ჩატარდება დნმ-ის ტესტი, რომელსაც ანასტასია გონჩაროვა ითხოვდა ბენდუქიძის ქონებაზე უფლების მოსაპოვებლად.

კახა ბენდუქიძე 2014 წლის 13 ნოემბერს 58 წლის ასაკში, ციურიხში გადატანილი გულის ოპერაციიდან ერთი კვირის თავზე, ლონდონში, სასტუმრო "ინტერკონტინენტალში" გარდაიცვალა.

მას შემდეგ მისი ქვრივი ნატალია ზოლოტოვა და ანასტასია გონჩაროვა (რომელიც ირწმუნება, რომ გარდაცვლილის ქალიშვილი და მემკვიდრეა) 1 მილიარდად შეფასებული მემკვიდრეობისთვის იბრძვიან.

დავის მთავარი საკითხი ოლიგარქის სხეულიდან აღებული ნიმუშები გახდა, რომლებიც ბრიტანელი გამომძიებლის ბრძანებით დალუქული ინახება ლონდონში.

ანასტასია გონჩაროვა იმედდაკარგული იყო, რადგან არ მიუწვდებოდა ხელი ნიმუშებზე დნმ-ის ტესტის ჩასატარებლად, რომელიც, მისი თქმით, დაამტკიცებს, რომ ბენდუქიძე მისი ნამდვილი მამა იყო.

თუმცა, ნატალია ზოლოტოვა, როგორც ბიზნესმენის მეუღლე, ასევე დაჟინებით მოითხოვდა ნიმუშების მხოლოდ მისთვის გადაცემას. განაგრძეთ კითხვა