რომელი წმინდანების ხსენების დღეებია ნოემბერში - მშობლები

რომელი წმინდანების ხსენების დღეებია ნოემბერში

2015-10-31 19:05:22+04:00

ბავშვის გაჩენამდე და გაჩენისას მშობლები ხშირად ცდილობენ გაითვალისწინონ იმ წმინდანის ხსენების დღე, რომელსაც შეიძლება დაემთხვას პატარის დაბადება ბავშვის გაჩენამდე და გაჩენისას მშობლები ხშირად ცდილობენ გაითვალისწინონ იმ წმინდანის ხსენების დღე, რომელსაც შეიძლება დაემთხვას პატარის დაბადება - ასე ბავშვი ამ წმინდანის მფარველობის ქვეშ ექცევა და შეიძლება, სახელის დარქმევისასაც გაითვალისწინონ ეს ფაქტორი. ამჯერად გთავაზობთ იმ რამდენიმე წმინდანის სახელებსა და მათი ხსენების რიცხვებს, რომლებიც ნოემბერს უკავშირდება.

1 ნოემბერი: ნეტარი კლეოპატრა და ძე მისი იოანე

2 ნოემბერი: ღირსი მამა გაბრიელი

3 ნოემბერი: ილარიონ დიდი

4 ნოემბერი: მოწამენი ალექსანდრე ეპისკოპოსი, ირაკლი მხედარი და ოთხი დედა: ანა, ელისაბედი, თეოდოტია და გლიკერია

5 ნოემბერი: იაკობი ძმა უფლისა, პატრიარქი ეგნატე

6 ნოემბერი: ათანასე I

7 ნოემბერი: მოწამე ანასტასია

8 ნოემბერი: დიმიტრი თესალონიკელი, წმინდა ალექსანდრე

9 ნოემბერი: მოწამე ნესტორი, მოწამე მარკოზი

10 ნოემბერი: სტეფანე საბაწმინდელი, ღირსი იოანე

11 ნოემბერი: სერაპიონ ზარზმელი, ღირსმოწამე ანასტასია რომაელი, ნეტარი მარიამი, ღირსი ანა

12 ნოემბერი: იოთამ ზედგინიძე, მოწამე ანასტასია

13 ნოემბერი: 100 000 მოწამე თბილისს ხვარაზმელთაგან წამებულნი, ღირსი მავრა

14 ნოემბერი: მღვდელმოწამენი იოანე ეპისკოპოსი და იაკობ ხუცესი, მოწამენი კვირიენა და იულიანა

15 ნოემბერი: ღირსი მარკიანე კვირინელი

16 ნოემბერი: იაკობ ხუცი

17 ნოემბერი: წმიდანი და მართალნი იოანე, სტეფანე და ესაია ქართველნი

18 ნოემბერი: წმ. გრიგოლი ალექსანდრიელი

19 ნოემბერი: წმ. პავლე აღმსარებელი, მოწამენი ალექსანდრა, ათანასია და მატრონა, ღირსი ლუკა ტავრომენიელი

20 ნოემბერი: ღირსი ლაზარე გალისიელი სასწაულთმოქმედი

21 ნოემბერი: მთავარანგელოზობა - გაბრიელი, რაფაელი, ურიელი, სელაფიელი, ეგუდიელი, ვარახიელი და იერომიელი

22 ნოემბერი: ღირსი მატრონა, მოწამე ალექსანდრე თესალონიკელი, მოწამე ანტონი, ღირსი იოანე, დღესასწაული ღმრთისმშობლის ხატისა „მსწრაფლშემსმენელი“.

23 ნოემბერი: წმინდა გიორგი – გიორგობა, კონსტანტინე ქართველი

24 ნოემბერი: მოწამე მინა, მოწამე სტეფანე

25 ნოემბერი: წმინდა იოანე მოწყალე

26 ნოემბერი: იოანე ოქროპირი

27 ნოემბერი: მეფე იუსტინიანე და დედოფალი თეოდორა, წმინდა გრიგოლ პალამასი

28 ნოემბერი: მოწამენი გური, სამონ და აბიბო, მოწამე დიმიტრი

29 ნოემბერი: მათე მახარებელი

30 ნოემბერი: გრიგოლ საკვირველთმოქმედი, დიდმოწამე მიქაელი, ღირსი ლაზარე