რა უნდა ვიცოდეთ ცეცხლოვანი მაიმუნის და 2016 წლის შესახებ აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, 2016 ცეცხლოვანი მაიმუნის წელია - ახალი წელი 2016 წლის 8 თებარვალს დგება. სწორედ ამ დღეს ჩინური ჰოროსკოპის თანახმად ხალისიანად და კუდის ქნევით მწვანე თხა (2015 წლის სიმბოლო) დაგვტოვებს და ადგილს დაუთმობს ცეცხლოვან მაიმუნს. მაიმუნი - არტისტული და ექსცენტრიული ნატურაა, გამოირჩევა ძლიერი ინტუიციით. არაპროგნოზირებადი და კაპრიზულია, რთულია მიხვდე, თუ რაზე ფიქრობს. მისი ქცევა შეიძლება შეიცვალოს მისი ხასიათის ცვლილებასთან ერთად. წლის განმავლობაში მოვლენებიც შეიძლება ხშირად ცვალებადი და ურთიერთგანსხვავებული იყოს, თუმცა დომინანტური მაინც პოზიტიური განწყობა იქნება. ეს წელი იქნება საკმაოდ შთამბეჭდავი, მხიარული, ხშირად გამოუცნობი და არაპროგნოზირებადი მოვლენებით სავსე.
ამ წელს ყველაზე მეტად გაუჭირდებათ იმ ადამიანებს, რომლებიც ყველაფერს სერიოზულად აღიქვამენ და დეტყალებს უღრმავდებიან. მაიმუნი ძალიან ზედაპირული და მხიარულია, ამიტომ მის წელსაც შედარებით ზედაპირული და მხიარული უნდა იყოთ, არ მიიტანოთ რაღაცები გულთან ახლოს და მშვიდად შეხედოთ მოვლენებს.
მას შეუძლია იყოს როგორც კეთილი და მხიარული, ასევე აგრესიული და ბოროტი. დამდეგ წელს ზოგს შეიძლება ისეთი „სიურპრიზი“ მოუწყოს, რომ მის გამოსწორებას დიდი დრო დასჭირდეს. მას უყვარს მოგზაურობა, მთა, ლამაზი ბუნება და შთაბეჭდილებები... მიუხედავად გზად შეხვედრი სირთულეებისა, ის მიიწევს წინ, მსუბუქად და მიზანმიმართულად! რატომაც არა? მოდუნდით - ისწავლეთ მაიმუნთან ცხოვრება გემოვნებით და მხიარულად! რთული იქნება მისი გაგება მათთვის, ვინც მიეჩვია, ჩაწვდეს ყოველ წვრილმანს. მაიმუნი ცხოვრებას ზედაპირულად და არასერიოზულად უყურებს. მისთვის პრობლემა ხელისშემშლელი ფაქტორი არ არის დღევანდელი დღით ტკბობისათვის! რა იქნება ხვალ? რაც იქნება, იქნება...
რაც არ უნდა უცნაური იყოს, აღმოსავლური ჰოროსკოპის თანახმად, მაიმუნს უყვარს სახლი, ოჯახი და თბილი კერა. ის არაჩვეულებრივი დედა და ერთგული მეუღლეა, რომელიც თავდადებით იცავს თავის ოჯახსა და სიყვარულს. 2016 წელი იდეალურია ბედნიერი ოჯახის შესაქმნელად, სადაც იმეფებს სიყვარული და ერთგულება. ამ წელს დაბადებულთათვის არ არის სასურველი მაღალი თანამდებობები, რომლებიც სავსეა წინაღმდეგობითა და სირთულეებით, მისთვის ეს საკმაოდ რთულია... მაიმუნი დიდი შრომის ფასად ართმევს თავს ადვილ დავალებებს, რთულ შემთხვევებზე საუბარიც ზედმეტია... მოდით ვნახოთ, როგორი იქნება 2016 წელი ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის.
ვერძი: 2015 წლის განმავლობაში ცდილობდით რაღაცის გამოსწორებას, გარშემო მყოფთა დარწმუნებას საკუთარ სისწორეში. ცეცხლოვანი მაიმუნი მთლიანად შეცვლის თქვენს მსოფლმხედველობას და ნაზად ჩაგჩურჩულებთ - „დაიწყე საკუთარი თავით“, სწორედ ეს გახდება თქვენი წარმატების საიდუმლო.
კურო: დაიღალეთ გაუთავებელი პრობლემებით, რომლებიც გასულ წელს თქვენ და საპირისპირო სქესის ადამიანს გიკავშირდებოდათ? 2016 წელს, ცეცხლოვანი მაიმუნი დიდი ხნის ნანატრ პოზიტიურ ცვლილებებს მოგიტანთ. წელს ოჯახური ბედნიერება გელით.
ტყუპები: ეცადეთ, ყვეალფერში ოქროს შუალედი იპოვოთ. სწორი ბალანსის დაჭერა ნამდვილად მოგიტანთ წარმატებას. 2016 წელს, ტყუპების ნიშნის ქვეშ დაბადებულ ქალებს ვურჩევთ შეცვალონ ქალური ტაქტიკა და დაიწყონ მოქმედება უფრო თადაჯერებულად და მიზანმიმართულად. ეს თქვენ სტრატეგიულ წარმატებას მოგიტანთ.
კირჩხიბი: ზოგჯერ ნამდვილად მომგებიანია, უკან დავბრუნდეთ, ვიდრე წავიდეთ წინ. კირჩხიბის ნიშნის ქვეშ დაბადებულეს 2016 წელს განსაკუთრებული მითითება აქვთ - „ჩამოყალიბდით და დარჩით თქვენს ადგილზე/პოზიციაზე“. როგორც ცეცხლოვანი მაიმუნი გვკარნახობს, სწორედ პრინციპულობა მოგვიტანს გამარჯვებას სიყვარულსა და კარიერაში.
ლომი: თქვენ გაქვთ უნიკალური უნარი, გარშემო მყოფებზე მოახდინოთ შთაბეჭდილება. ცეცხლოვანი მაიმუნი 2016 წელს განსახვავებული ამოცანის ამოხსნას გთხოვთ. „იყო და არა ვინმეს მოაჩვენო თავი“. ეცადეთ გახდეთ უფრო სამართლიანი, გახსნილი გარშემო მყოფებთან, მოიხსენით ნიღაბი - ნახავთ, რომ ადამიანებს თქვენი რეალური „მე “ უფრო მოსწონთ, ვიდრე გამოგონილი იმიჯი.
ქალწული: გასულმა ორმა წელმა ქალწულების ცხოვრებაში სერიოზული ცვლილებები შეიტანა. 2016 წელს ბედისწერის გამოსაცდელი ვადა დასრულდება. თქვენ დაემსგავსებით რაკეტას, რომელმაც დიდი გზის გავლის შემდეგ მიაღწია ვარსკვლავს, მაგრამ არ იცის, როგორ გამოიყენოს მოპოვებული თავისუფლება. ცეცხლოვანი მაიმუნი გკარნახობთ: თქვენს წინაშეა უნიკალური პერიოდი, თქვენ შეძლებთ ყველაფერს!
სასწორი: მთელი გასული წლის განმავლობაში ინარჩუნებდით გარეგნულ სიმშვიდეს და წონასწორობას. ამით აღფრთოვანებული ცეცხლოვანი მაიმუნი 2016 წელს თქვენთვის მადლობის გადახდას აპირებს და გასაჩუქრებთ ჰარმონიით. თუ რაიმე გადაკარგვინებთ შინაგან წონასწორობას, ეს იქნება მხოლოდ სასიამოვნო სიახლეები თქვენს ცხოვრებაში.
მორიელი: 2016 წელი თქვენი ცხოვრების ბევრ ასპექტში გარდამტეხი იქნება. მიზეზი მარტივია, დაიღალეთ 2015 წლის პრობლემებით, უიმედობით და სიძნელეებით, ბოლოს და ბოლოს, დროა, ამას თავი დააღწიოთ. მორიელის ნიშანი ჰოროსკოპში ყველაზე მაგიური ნიშანია, თქვენი ოცნება და მიზანია, შეცვალოთ ყველაფერი. 2016 წელს საკუთარ ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლით!
მშვილდოსანი: თქვენ ხომ ოპტიმისტი, სიცოცხლით სავსე ადამიანი ხართ, თქვენთვის არ არსებობს მოუგვარებელი და ძნელი საქმეები. 2016 წელს გირჩევთ, შეხვდეთ ენთუზიაზმით სავსე. ამ წელს გაქვთ შანსი, მიიღოთ მთავარი პრიზი ცხოვრებისგან!
თხის რქა: მრავალმხრივ განვითარებული ადამიანი ხართ, მობილიზებული და მოკლე დროში შეგიძლიათ ძნელი დავალების შესრულება. ახალი, 2016 წელი ახალ დავალებებს გპირდებათ, მათი შესრულება გაგხდით უფრო ჭკვიანს, მამაცს და ბედნიერს.
მერწყული: მერწყულები ისედაც დაჯილდოებული არიან ტალანტითა და კრეატიულობით. 2016 წელს თქვენს ნიჭს ფართო ასპარეზი გაეხსნება. არ შეიზღუდოთ ფანტაზიები. სწორედ ეს არის თქვენი წარმატების გასაღები.
თევზები: სტრესული წლის შემდეგ თევზების ცხოვრებაში ახალი ტალღა იწყება - 2016 მოგიტანთ დიდი ხნის ნანატრ ენერგიას, ძალას, სურვილებს და შესაძლებლობებს. თქვენ გაქვთ შანსი, საბოლოო მიაღწიოთ მიზანს და მიიღოთ ის, რასაც დიდხანს ელოდით. შეგიძლიათ უკეთესობისკენ შეცვალოთ თქვენი ცხოვრება, არ გაუშვათ ეს შანსი ხელიდან.