სამარხვო ტორტი - მშობლები

სამარხვო ტორტი

2015-11-29 18:50:35+04:00

სადღესასწაულო ტორტი მარხვის დღეებისთვის მომზადების წესი:

2 ჭიქა თბილ წყალში გავხსნათ 2 ჭიქა შაქარი,დავამატოთ 250 გრ. გამდნარი(მცენარეურ ზეთებზე დამზადებული) მარგარინი, 2 ს/კ თაფლი, 1 ჩ/კ სოდა-ძმრით, 1 შეკვრა ვანილი, 3 ს/კ კაკაო და დაახლოებით 4 ჭიქა ფქვილი.

მოვზილოთ რბილი ცომი და გავყოთ 3 ნაწილად (თუ საშუალო ზომის მრგვალ ფორმაზე ვაცხობთ, მაშინ გავყოთ 4-5 ნაწილად) და გამოვაცხოთ ფირფიტები ღუმელში, 180-200 გრადუსზე.

მოვამზადოთ კრემი:

1 ლიტრი წყალი, 2 ჭიქა ფქვილი, 2 ჭიქა შაქარი... მოვადუღოთ ფაფა.

ფაფა რომ გაცივდება, შევათქვიფოთ ცალკე კარგად გათქვეფილი 250 გრ მარგარინი+ვანილი.

სურვილისამებრ კრემი გავყოთ ორ ნაწილად, ერთ ნაწილს დავამატოთ ყავა გემოვნებით, მეორეს კი - კაკაო.

ფირფიტები დავნამოთ ყავით და ლიქიორით.