სამარხვო ბლინები - მშობლები

სამარხვო ბლინები

2015-12-08 17:27:30+04:00

გემრიელი და ადვილად მოსამზადებელი მომზადების წესი:

ნახევარ ლიტრ მინერალურ (გაზიან) წყალს დავამატოთ 5 ს/კ ზეთი, 1 ჭიქა შაქარი, 3 შეკვრა ვანილი, ნახევარი ჩაის კოვზი სოდა-ძმრით და ბოლოს - ფქვილი იმდენი, რომ საშუალო სისქის დასასხმელი მასა მივიღოთ.

ცხელ ტაფაზე წავუსვათ ცოტა ზეთი და გამოვაცხოთ თხელი ბლინები.