ტოპ-5 ყველაზე პოპულარული სამარხვო კერძი - მშობლები

ტოპ-5 ყველაზე პოპულარული სამარხვო კერძი

2015-12-09 10:34:31+04:00

ტოპ-5 ყველაზე პოპულარული კერძი შევარჩიეთ და ერთად შევკრიბეთ ხსნილამდე კიდევ ბევრი დრო რჩება და კარგი იქნება, თუ კვლავ გადავხედავთ ჩვენს სამარხვო მენიუს. ჩვენ საიტზე გამოქვეყნებული უამრავი სამარხვო კერძიდან ტოპ-5 ყველაზე პოპულარული კერძი შევარჩიეთ და ერთად შევკრიბეთ.

ბოსტნეულის ჩანახი

ინგრედიენტები:

ბადრიჯანი 500 გრ

კარტოფილი 500 გრ

ხახვი 3 თავი

პომიდორი 500 გრ

ზეთი 200 გრ

მწვანილი თითო კონა

ნიორი 3 კბილი

მარილი და წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესი:

1. ბადრიჯანი დაჭერით სიგრძეზე ოთხად, შემდეგ - შუაზე. მოაყარეთ მარილი და 1/2 საათის სემდეგ გაწურეთ ისე, რომ არ დაიჭყლიტოს.

2. ალყად დაჭრილი ხახვი, წმინდად დაჭრილი ნიორი, ქინძი, ოხრახუში და ნიახური აურიეთ ერთმანეთში, დაუმატეთ წიწაკა.

3. ქვაბის ფსკერზე მოასხით ზეთი, პირველ ფენად დააწყვეთ სიგრძეზე დაჭრილი კართოფილი, შემდეგ - ბადრიჯანი, მოაფინეთ არეული მწვანილი და ხახვი, შემდეგ ისევ კარტოფილი, ბადრიჯანი და ა. შ. თან შიგადაშიგ მოაყარეთ მარილი.

4. ბოლოს დაალაგეთ მთელ-მთელი პომიდორი და დაუმატეთ ზეთი ან სამარხვო კარაქი. მოშუშეთ ნელ ცეცხლზე, ვიდრე კარტოფილი არ მოიხარშება. იხილეთ სხვა კერძები