რატომ ჭამენ ქალები პლაცენტასა და ჭიპლარს? - ახალი ტრენდი მშობიარეებში - მშობლები

რატომ ჭამენ ქალები პლაცენტასა და ჭიპლარს? - ახალი ტრენდი მშობიარეებში

2015-12-11 07:33:52+04:00

სიახლე, რომლითაც ჰოლივუდის ვარსკვლავებიც დაინტერესდნენ ეს სულაც არ არის საშინელებათა ფილმი, არამედ ახალი ტენდენციაა ახალნამშობიარევ ქალებში. მშობიარობის მერე თურმე ზოგიერთი მშობიარე თავის პლაცენტას მიირთმევს, რათა ჯანმრთელობა გაიუმჯობესოს. დიახ, მსოფლიო სულ უფრო გვაოცებს სიახლეებით, ადამიანების გარკვეული ნაწილი კი პირველყოფილ წესებსა და ჩვევებს უბრუნდება და მიაჩნია, რომ სწორედ ამაშია ხსნა და არა თანამედროვე აღმოჩენებში.

რასაკვირველია, ეს არ არის ძალიან გავრცელებული მოვლენა (კიდევ კარგი!), მაგრამ ბევრ ქვეყანაში ჰყავს მიმდევრები. ტრადიციულ ჩინურ მედიცინაში პლაცენტა ძველთაგანვე გამოიყენება სამკურნალოდ. ცნობილია, რომ ბევრი ცხოველიც მიირთმევს საკუთარ პლაცენტას. იტალიაში კი პლაცენტას ჰიპოლაქტაციის (ბუნებრივი რძის ნაკლებობის) დროს იყენებენ. ვიეტნამში პლაცენტა მშობიარეებს ძალების აღდგენაში ეხმარებათ. აშშ-ში კი იმიტომ მიირთმევენ, რომ ჰორმონალური ფონი დააბალანსონ, დედის რძის გამომუშავებას შეუწყონ ხელი და მშობიარობის შემდგომ დეპრესიას ებრძოლონ. ვინც ამას აკეთებს, ის ამტკიცებს, რომ შედეგი გარანტირებულია.

რით არის პლაცენტა სასარგებლო

თავად პლაცენტა რომ სასარგებლოა, ამაზე არავინ დავობს. რაკი პლაცენტა არის ორგანო, რომლის ძირითად ფუნქციებში შედის ნაყოფის კვების უზრუნველყოფა, მასში ბევრი სასიცოცხლოდ აუცილებელი ვიტამინი და ნივთიერებაა. ეს სარგებლობა კი, მას მერე, რაც ბავშვი მიიღებს იქიდან ყველაფერს, პლაცენტის ჭამის მომხრეთა თქმით, ქალებმაც უნდა მიიღონ. ამტკიცებენ, რომ ქალს ძალების აღდგენაში ეხმარება. სხვათა შორის, პლაცენტას ჩინეთში არა მხოლოდ მშობიარეები და ქალები მიირთმევენ, ყიდიან კიდეც - მიიჩნევა, რომ ის მამაკაცებს პოტენციის აღდგენაში ეხმარებათ. თუმცა ამ სფეროში გარკვეული ადამიანების თქმით, პლაცენტა განსაკუთრებით სასარგებლო იმ ქალისთვის არის, ვის სხეულშიც ჩამოყალიბდა. პლაცენტა შეიცავს რკინას, ცილებს, ვიტამინ B6-ს, ოქსიტოცინსა და სხვა ჰორმონებს. ის ძლიერი ბიოპრეპარატია.

რა ხდება საქართველოში?

ჩვენს მიერ გამოკითხული არერთი ექიმის პრაქტიკაში მსგავს მოთხვნას პაციენტების მხრიდან ადგილი არ ჰქონია. ოფიციალურ კომენტარზე ქარტველი ექიმები რატომღაც უარს ამბობენ. თუმცა პირად საუბრებში აფიქსირებენ, რომ ასეთი პრაქტიკა წარმოუდგენლად მიაჩნიათ და არცერთ პაციენტს ამის გაკეთებას არ ურჩევენ.

როგორ მიირთმევენ?

ვერ დაიჯერებთ, იმდენი რეცეპტი არსებობს ინტერნეტში. ძირითადად, თურმე უმად მიირთმევენ - ასე ყოფილა ყველაზე სასარგებლო. და ღებინების შეგრძნება და ზიზღი რომ არ გამოიწვიოს, კენკრას ან ხილს ურევენ, ერთად თქვეფენ ბლენდერში კენკრის წვენთან, თაფლსა და ყინულთან ერთად და სვამენ. ზოგიერთი ახმობს და კაფსულებივით იღებს (როგორც ვიტამინებს). ვისაც გაუსინჯავს, ამბობენ, რომ ღვიძლის გემოს წააგავს...

ამერიკაში თურმე ვარსკვლავებს შორისაც ჰყავს პლაცენტას „მომხრეები“ და ისინი მას ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად იყენებენ. მაგალითად, პლაცენტის მირთმევა ახალი გატაცებაა ჯენიფერ ენისტონის, ტომ კრუზის, ვიქტორია ბექჰემის, კიმ კარდაშიანისა და სხვათათვის, რომლებიც საკუთარ გარეგნობაზე მეტისმეტად ზრუნავენ.

44 წლის ჯენიფერ ენისტონი რა ხანია, გამხმარ პლაცენტას საკვებში ამატებს და ამბობს, რომ ეს უნარჩუნებს ახალგაზრდობას და ჯანმრთელობას. ჯენი პლაცენტისგან დამზადებულ სხვადასხვა პროდუქტსაც იღებს, თუმცა ყველაზე მეტად თურმე ჩიფსები მოსწონს.

პლაცენტაში შემავალი პროდუქტები კოლაგენის გამომუშავებას უწყობს ხელს. სახის ბევრი ნიღაბი ცხვრის პლაცენტაზე კეთდება.

კიმ კარდაშიანი ჯერ კიდევ ორსულად იყო ნორტზე, რომ გამოაცხადა, მშობიარობის მერე ვაპირებ პლაცენტის ჭამასო. თუმცა საბოლოოდ როგორ მოიქცა, უცნობია.

ბოლოს ყველაზე გახმაურებული იყო ლატვიელი მომღერლის ლიენე ბრიკოუსკას შემთხვევა - მან შვილის გაჩენის შემდეგ პლაცენტისგან მოამზადა მორსი და თავის დაქალებსაც დაალევინა ეს „ენერგეტიკული კოქტეილი“.

mshoblebi