რა გელით 2016 წელს - პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის მიხეილ ცაგარელისგან - მშობლები

რა გელით 2016 წელს - პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის მიხეილ ცაგარელისგან

2015-12-21 18:11:38+04:00

რომელი ზოდიაქოს ნიშანი იქნება წარმატებული 2016 წელს? რომელი ზოდიაქოს ნიშანი იქნება წარმატებული 2016 წელს? ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ზოდიაქოს 12-ვე ნიშნისთვის 2016 წლის ასტროლოგიურ პროგნოზს აკეთებს. ასტროლოგის თქმით, 2016 წელი ზოდიაქოს ნიშნებიდან ყველაზე წარმატებული იქნება ქალწულისთვის. გამარჯვების პლანეტა ვენერა ქალწულშია, თუმცა ბევრი რამ არის დამოკიდებული ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანების აქტიურობაზე. მაიმუნის წელიწადში დაბადებულ ქალწულებს კი 2016 წელს განსაკუთრებული წარმატება ელით.

მომავალი წელი წარმატებული იქნება კუროსთვისაც, მის წარმატებას ასტროლოგი 5-დან 4 ქულით განსაზღვრავს. 15 ნოემბრიდან კი, მისი თქმით, კუროს ზოდიაქოში მფარველი ანგელოზი გადავა, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს კუროს წინსვლას.

წლის ფავორიტი ნიშანია ვერძი. განსაკუთრებული წინსვლა ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს 15 აპრილიდან 15 ნოემბრამდე პერიოდში ელით, როცა ვერძის მფარველი ანგელოზი შემოდის ამ ზოდიაქოში.

თევზები 16 აპრილამდე იქნებიან წარმატებულები, წლის შემდეგი პერიოდი საშუალო იქნება მათთვის. შედარებით წარმატებულია წელიწადი ლომებისთვისაც. მათ შანსებს ასტროლოგი ხუთქულიანი სისტემიდან 4 ქულით აფასებს.

ნაწილობრივ პრობლემური წელი ელით სასწორებს, მათთვის 22 მაისამდე რთული პერიოდი იქნება.

გაგრძელება