"სნიკერსი" - ყველაზე პიკანტური და შთამბეჭდავი - მშობლები

"სნიკერსი" - ყველაზე პიკანტური და შთამბეჭდავი

2015-12-24 19:04:36+04:00

ნებისმიერი სადღესასწაულო სუფრის მშვენება მომზადების წესი:

ავიღოთ 8 კვერცხი და განვაცალკეოთ გულები და ცილები. გულებს დავამატოთ 1,5 ჭიქა შაქარი და გავთქვიფოთ. დავამატოთ ცალკე ამოყვანილი 250 გრ. კარაქი+1 ჩ/კ სოდა-ძმრით+2 ს/კ თაფლი+ვანილი+1,5 ჭიქა დაფქვილი თხილი (მოხალული) + დაახლოებით 4 ჭიქა ფქვილი (ან ცოტა მეტი). თუ დიდ საცხობ ფირფიტაზე გამოცხობა გვინდა, მაშინ ცომს გავყოფთ 3 ნაწილად - მე საშუალო ზომის მრგვალ ფორმაზე გამოვაცხვე და 5 ფენა გავაკეთე.

მოვამზადოთ ბეზე:

კვერცხის ცილები კარგად გავთქვიფოთ და ნელ-ნელა დავამატოთ 2 ჭიქა შაქარი.

mshoblebi

ფორმაზე წავუსვათ ცხიმი, ჩავაფინოთ საცხობი ქაღალდი, მოვათავსოთ ცომის ერთი ნაწილი (ხელით თანაბრად გავანაწილოთ), გადავუსვათ ბეზე და გამოვაცხოთ საშუალო ტემპერატურაზე.

ასევე ვაცხობთ დანარჩენ ფირფიტებსაც.

კრემი:

350-400 გრ კარაქი, 2 მოხარშული სგუშონი, 2 შეკვრა ვანილი და ყავა გემოვნებით. მე ფენებს შორის წავუსვი კრემი, ხოლო ზედა ფენას მოვასხი გამდნარი შოკოლადი. გარედან დავფარე თხლად დაჭრილი მოხალული ნუშით.

ანა კოსტავა