როგორ მოვამზადოთ ყველაზე გემრიელი "ხალადეცი" - მშობლები

როგორ მოვამზადოთ ყველაზე გემრიელი "ხალადეცი"

2015-12-27 19:17:01+04:00

მართალია, მამაპაპურ კერძებში გადის, მაგრამ ადვილი მოსამზადებელია... ღორის ხორცის ლაბა, იგივე "ხალადეცი" საახალწლო სუფრის განუყოფელი ნაწილია. მართალია, მამაპაპურ კერძებში გადის, მაგრამ ადვილი მოსამზადებელია... ამ კერძის მთავარი სირთულე თავ-ფეხის გასუფთავებაა. თუმცა დღევანდელი მარკეტები ამ შრომის თავიდან აცილების საშუალებას გვაძლევენ.

კარგად გარეცხილი და გასუფთავებული ღორის თავი და ფეხები მოათავსეთ ქვაბში და ერთად მოხარშეთ. ისე უნდა მოიხარშოს, რომ ხორცი ძვალს თავად სცილდებოდეს.

ამოიღეთ ხორცი, საბოლოოდ გაათავისუფლეთ ძვლებისგან და დაელოდეთ შეგრილებას. აცადეთ გაცივება ნახარშსაც, რადგან ზედმეტი ცხიმი უნდა მოხადოთ. ეს კი გაცივების შემდეგ უფრო მოსახერხებელია.

დაანაკუწეთ ხორცი. თუ ხედავთ, რომ ბევრი კანი, ხრტილი და ქონია, ცოტა მოაკელით და უფრო მჭლე ხორცით შეავსეთ. თუ გაქვთ, შეგიძიათ, მოხარშული საქონლის ხორცის ნაჭრებიც დაამატოთ.

ჩაყარეთ ქვაბში, დაასხით ცხიმმოხდილი ნახარში და ისევ წამოადუღეთ. დაამატეთ მარილი, შავი პილპილის მარცვლები, დაფნის ფოთოლი და ხარშეთ 5-10 წუთი. გამორთვის წინ ჩაამატეთ ნიორი.

გაანაწილეთ ფორმებში, მოაყარეთ მრგვლად დაჭრილი ან გახეხილი სტაფილო და გააცივეთ.