ეს ყველა დედას სჭირდება! - მშობლები

ეს ყველა დედას სჭირდება!

2016-01-04 08:41:22+04:00

ეს სიახლეები ნამდვილად ყველა დედას გაახარებს თანამედროვე ტექნოლოგიები დღითი დღე ვითარდება და სულ უფრო მეტ კომფორტს სთავაზობს ადამიანებს. ახალ-ახალი იდეები გვერდს არ უვლიან ქალბატონებსაც, კერძოდ კი დედიკოებს, რომლებიც ახალ სიცოცხლეს ჩუქნიან სამყაროს. დედიკოებს ხომ ყველაზე მეტად სჭირდებათ შრომის შემსუბუქება.

ავსტრალიის ერთ-ერთ სამშობიარო კლინიკაში დედების საწოლს მიამაგრეს ჩვილის საწოლიც. ასე ახალნამშობაიარებ ქალს უპრობლემოდ შეეძლება ჩვილის ხელში აყვანა, ჭმევა და მისი ისევ საწოლში დაწვენა.

mshoblebi

ახალნამშობარებ ქალს დიდხანს უწევს ჯდომა, რათა ბავშვს აჭამოს. ეს კი წელის ტკივილს იწვევს. სწორედ ამიტომ გამოიგონეს სპეციალური ბალიშები, რომელსაც დედიკო მიეყუდება და ეს მას წელის ტკივილისგან და დაღლილობის შეგრძნებისგან დაიცავს.

mshoblebi

ეს ჰამაკი კი იმ დედებისთვის გამოიგონეს, რომელთაც ძალიან უყვართ მოგზაურობა.

mshoblebi

ეს საბავშვო სკამის შემცვლელია, რომელიც ძალიან კომპაქტურია, მისი ტრანსპორტირება ძალიან ადვილია და მარტივად მაგრდება ნებისმიერ მაგიდაზე.

mshoblebi