მეცნიერები აქამდეც ვარაუდობდნენ, რომ ანთებითი პროცესები ნაყოფის ტვინის განვითარებაზე მოქმედებდა ორსული ქალის ორგანიზმში მიმდინარე ანთებითი პროცესები ნაყოფის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე დამღუპველად მოქმედებს. კოლუმბიის უნივერსიტეტისა და ნიუ-იორკის ფსიქიატრიული ინსტიტუტის მკვლევარების განცხადებით, მომავალი დედის ორგანიზმში შეჭრილი ინფექციები ნაყოფისთვის შიზოფრენიის რისკს ზრდის.
ანთებითი პროცესი სისხლში C-რეაქტიული ცილის არსებობას გულისხმობს. ეს ცილა 800-მდე დედას აღმოაჩნდა, რომლებსაც შიზოფრენიით დაავადებული შვილები ჰყავთ. აღმოჩნდა, რომ რაც უფრო მაღალია C-რეაქტიული ცილის აქტივობა, მით მეტია შიზოფრენიის განვითარების რისკი. უფრო ზუსტად კი, სისხლში ყოველ ლიტრზე ერთი მილიგრამი ცილის კონცენტრაცია ამ საშინელი დაავადების ჩამოყალიბების რისკს 28%-ით ზრდის.
მეცნიერები აქამდეც ვარაუდობდნენ, რომ დედის ორგანიზმში მიმდინარე ანთებითი პროცესები ნაყოფის ტვინის განვითარებაზე მოქმედებდა. ამიტომ ორსულის ორგანიზმი განსაკუთრებით დაცული უნდა იყოს ინფექციებისგან. მათი ორგანიზმში შეჭრა პატარა ჭრილობითაც კი შესაძლებელია.