"გამართლებული" სისასტიკე - სამხედრო ბანაკი ბავშვებისთვის - მშობლები

"გამართლებული" სისასტიკე - სამხედრო ბანაკი ბავშვებისთვის

2014-06-21 08:01:09+04:00

ბანაკში მოზარდები ყველაფერს ისე აკეთებენ, როგორც ჩვეულებრივი ჯარისკაცები ასეთი ბანაკი სამხრეთ კორეაში რამდენიმეა. იქ ბავშვებს ყოფილი ჯარისკაცები ავარჯიშებენ. მათი მიზანია, ეს ბავშვები მომავალ ჯარისკაცებად აღზარდონ.

mshoblebi

ბანაკში მოზარდები ყველაფერს ისე აკეთებენ, როგორც ჩვეულებრივი ჯარისკაცები – ხოხავენ ტალახში, ვარჯიშობენ, იმყარებენ ფიზიკურ მდგომარეობას და მორალურ განწყობას.

mshoblebi

მომქანცველი ვარჯიშების შემდეგ შლანგებით წყალს ასხამენ და "აფხიზლებენ".

mshoblebi

ბანაკი 156 ბავშვზეა გათვლილი და რამდენიმედღიანია. თუმცა ეს დღეები ბავშვებისთვის ნამდვილ კოშმარს ემსგავსება.

mshoblebi

მთელ აზიაშია გავრცელებული ამგვარი ბანაკები – იმის გამო, რომ იქ საკმაოდ დაძაბული, ბევრგან საომარი მდგომარეობაც არის და ქვეყნები ამართლებენ ამგვარ მიდგომას, ბავშვებს ამზადებენ საომარი ვითარებისთვის.

mshoblebi

მას მერე, რაც ჩრდილოეთ კორეამ გაამძაფრა მუქარები სამხრეთ კორეის მიმართ, მსგავსი ბანაკების რიცხვმა საერთოდაც იმატა. მიუხედავად ასეთი სასტიკი პირობებისა, ბავშვები თავიანთი სურვილით და ხშირად რამდენჯერმეც კი გზავნიან ბავშვებს ამგვარ ბანაკებში.

mshoblebi