10 თამაში წლამდე ასაკის ბავშვის გასავითარებლად - მშობლები

10 თამაში წლამდე ასაკის ბავშვის გასავითარებლად

2016-01-22 06:35:12+04:00

სულ მარტივი თამაშიც კი მის უნარებს ააქტიურებს თავშვთან ერთად შესრულებული ნებისმიერი სავარჯიშო მის განვითარებას უწყობს ხელს და არა აქვს მნიშვნელობა თქვენი შვილი წლამდე ასაკისაა თუ სამი ან შვიდი წლის. არსებობს თამაშები, რომლებიც ბავშვს განვითარებაში ეხმარება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს დედასთან ერთად განხორციელბულ აქტივობებს.

რა გასავითარებელი თამაშები შეიძლება შესთავაზოთ წლამდე ასაკი ბავშვს?

1. ტაშები

ასწავლეთ ბავშვს ტაშის დაკვრა. შეგიძლიათ პატარა გათვლაც თქვათ, ხელები ერთმანეთს მიადებინოთ, მერე თქვენი მარჯვენა ხელი მისი მარჯვენას მიადებინოთ, მარცხენა - მარცხენას. და ასე შემდეგ.

2. ბოლია-ბოლია

საჩვენებელი თითით ხელის გულზე წრეები დაუხაზეთ. თან ლექსი ინტონაციით თქვით და ყოველი თითის ხსენებისას, ის თითი მოუხარეთ და გაუშალეთ. "ბოლია-ბოლია, ძროხა ჭრელია (ამ დროს ბავშვის ხელისგულზე წრეებს უხაზავთ); ამან თქვა დავკლათო (მოუხარეთ და გაუშალეთ ცერა თითი); ამან თქვა გავატყაოთო (ახლა საჩვენებელ თითს უხრით და უშლით); ამან თქვა დავჭრათო (შუათითი); ამან თქვა მოვხარშოთო (არათითი); ამან თქვა შევჭამოთო (ნეკა თითი)". თუ ტექსტი ზედმეტად მკაცრი გეჩვენებთ, თქვენი ფანტაზიით შეთხზეთ სათქვენო ვერსია. მთავარია, მოქმედებები თითებს მიაყოლოთ და მკაფიო შინაარსი ჰქონდეს.

3. მუშტი-ოჯახი

ბავშვებს ძალიან მოსწონთ თითებით თამაში ადვილად დასამახსოვრებელი ლექსის თანხლებით.

"ეს თითია ბაბუა (ცერა თითზე უჭერთ);

ეს თითია ბებია (საჩვენებლზე);

ეს თითია მამა (შუა თითი);

ეს თითია დედა (არათითი);

ეს პატარა მე ვარ,

ჩამოვთვალე ყველა (და მუშტი მოახრევინეთ)".

4. განძით სავსე ხურჯინი

პატარა ტომარაში ჩაყარეთ ისეთი ზომის საგნები, რომელსაც ბავშვი ადვილად მოკიდებს ხელს. ხელი ჩააყოფინეთ ხურჯინში და რასაც ამოიღებს იმას შესახებ მოუყევით პატარა ამბავი, გააცანით საგანი. ეცადეთ, ბავშვს ძალიან პატარა ზომის საგნები არ ჩაულაგოთ და რაც მთავარია, მათზე რაიმე მოყოლა უნდა შეიძლებოდეს

ნახეთ ბავშვის გასავითარებელი სათამაშოები 0-დან 2 2წლამდე

5. დახუჭობანა

ეს თამაში ყველა ბავშვს უყვარს. დამალვას არავინ გთხოვთ. საკმარისია, ხელები სახეზე აიფაროთ, შემდეგ მოიშორთ და ბავშვს დაუძახოთ: "ჭიტა". შეგიძლიათ, ხელების მოშორების შემდეგ თვალები თვალებთან მიუტანოთ. ეს თამაში ბავშვებში ყოველთვის სიცილს იწვევს.

6. თვითმფრინავი

ბავშვს წელზე მოკიდეთ ხელები და "გააფრინეთ". თან ხმის გამოცემაც არ დაგავიწყდეთ. ყოველთვის სავარძელში ან დივანზე "ჩამოფრინდით".

7. ბურთი გამომიგორე

დასვით ბავშვი იატაკზე და ბურთი გაუგორეთ. ახლა სთხოვეთ, რომ ბურთი თვითონ გამოგიგოროთ.

8. გაიწელე-გაიწელე

ბავშვს სათამაშო მისთვის შორ მანძილზე დაუდეთ და სთხოვეთ, მისწვდეს მას.

9. მაჩვენე სად

ასწავლეთ სად აქვს პატარას ცხვირი, თვალი, პირი, ყური. ჯერ საკუთარ თავზე აჩვენეთ, მერე ნათქვამ ორგანოზე თითი დაადებინეთ. ეს თამაში სიტყვების მარაგსაც დაუგროვებს და კოორდინაციასაც გაუუმჯობესებს.

10. კუბები

6 თვის შემდეგ ბავშვი შეგიძლიათ დასვათ და კუბებისგან პირამიდების აწყობა ასწავლოთ.