მან ორსულობის დროს შეიტყო, რომ სასიკვდილო სენით იყო დაავადებული... - მშობლები

მან ორსულობის დროს შეიტყო, რომ სასიკვდილო სენით იყო დაავადებული...

2016-02-16 18:41:25+04:00

ნახეთ, ვინ გადაარჩინა ის... ბავშვის დაბადება უსაზღვრო სიხარულია ნებისმიერი ოჯახის ცხოვრებაში. როდესაც პატრიციამ და ლუიჯიმ შეიტყვეს ბავშვის შესახებ, მათ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. მაგრამ ცხოვრებამ მათ მოულოდნელი „სიურპრიზი“ მოუმზადა.

სისხლის ანალიზმა, ლეიკემიის დიაგნოზით, ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ექიმებმა პატრიციას ორსულობის ხელოვნური გზით შეწყვეტა ურჩიეს. მაგრამ მან გაჩენა გადაწყვიტა.

ერთხელ სადღაც წაეკითხა, რომ ბევრი დაავადება იკურნება ჭიპლარის ღეროვანი უჯრედების მეშვეობით. ამ დაავადებებს შორის იყო ლეიკემიაც.

31-ე კვირაზე პატრიცია გოგონას დედა გახდა. მიუხედავად დღენაკლულობისა და პატარა წონისა, ბავშვი გადარჩა. დედა კი ძალიან ახლოს იყო სიკვდილთან, თუმცა ჭიპლარიდან მიღებული ღეროვანი უჯრედების გამოყენებით მისი გადარჩენის შანსი გაჩნდა.

შემდგომი 20 დღის განმავლობაში ექიმები დედას ყველანაირი ძალებით მკურნალობდნენ. მოხდა სასწაული და ახალგაზრდა ქალმა ამ ვერაგი დაავადების დამარცხება ღეროვანი უჯრედებით შეძლო. მისი ძვლის ტვინი აღდგა ბავშვის ჭიპლარის ღეროვანი უჯრედების დახმარებით.

«მე სიცოცხლე უნდა მიმეცა ჩემი შვილისთვის, სინამდვილეში კი მან გადამარჩინა!» - ამბობს პატრიცია.