"ნინო აღარა მყავს"! - ექვთიმე თაყაიშვილის სულისშემძვრელი წერილი - მშობლები

"ნინო აღარა მყავს"! - ექვთიმე თაყაიშვილის სულისშემძვრელი წერილი

2016-02-25 10:55:22+04:00

"ცრემლი მაწვება, სულ მოვიშალე, განსაცდელს ვერ ვურიგდები..." ღვთისკაცად წოდებული ექვთიმე თაყაიშვილის და ნინო პოლტორაცკაიას 36-წლიანი თანაცხოვრების სევდიანი ეპიზოდის თქვენთვის მოყოლა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულმა წერილებმა მიბიძგა, რომელშიც ექვთიმე თაყაიშვილი თავის უმცროს მეგობარს, მოწაფეს და თანამებრძოლს იროდიონ სონღულაშვილს უამბობდა ნინოს გარდაცვალების ამბავს, რომელიც უბედურ შემთხვევას მოჰყვა.

ისტორიიდან ვიცით, რომ ექვთიმესა და ნინოს დაოჯახებაში დიდი წვლილი ილია ჭავჭავაძეს მიუძღვის. იმხანად, ექვთიმე უსახლკარო იყო და ქირით იდგა იაკობ გოგებაშვილთან. ერთხელაც ილიას იაკობისთვის უთხოვია, ხუთშაბათს ექვთიმეც მომიყვანე სადილადო. ილია ჭავჭავაძე დიდ პატივს სცემდა განათლებულ და შრომისმოყავრე ახალგაზრდას, რომელიც მაშინ თბილისის სათავადაზნაურო სასწავლებელს ედგა სათავეში, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აქტიური წევრი იყო და უკვე დაეარსებინა საქართველოს საეგზარქოსო მუზეუმი - ერთ-ერთი პირველი სიძველეთსაცავი ჩვენს ქვეყანაში. ხუთშაბათობით ილიასთან ჟურფიქსი იმართებოდა - იკრიბებოდნენ ნაცნობ-მეგობრების და მწერლობასა თუ ქვეყნის ბედ-იღბალზე მსჯელობდენ, ბოლოს კი ყველაფერს კარგი ქართული პურობა აგვირგვინებდა.

იმ ხუთშაბათს, როცა იაკობ გოგებაშვილმა ჟურფიქსზე ექვთიმეც მიიყვანა, ილია ტრადიციულად თამადა ყოფილა და ექვთიმეს სადღეგრძელოში ასეთი რამ უთქვამს: როდემდე უნდა იდგეს ბატონი ექვთიმე ბატონ იაკობთან ბინად? ახლა ის დროა, ნინო პოლტორაცკაია შევრთათ ცოლადო. ჯვარი სამების ეკლესიაში დაიწერეს. მათი მეჯვარეები ილია წინამძღვრიშვილი და ილია ჭავჭავაძის მეუღლე ოლღა გურამიშვილი იყვნენ. თავად ილია იმხანად პარიზში იყო და საფრანგეთიდან ძვირფასი საქორწინო საჩუქარი გამოგზავნა.

ქორწილში დანთებული კელაპტრები ნინოს შეუნახავს და თბილისის დატოვებისას, ამ კელაპტრების გარდა, თან არც არაფერი წაუღია. ერთი ამ კელაპტართაგანი ექვთიმემ ნინოს საფლავში ჩაატანა, მეორეს ბედი კი უცნობია.

ექვთიმე თაყაიშვილის წერილი იროდიონ სონღულაშვილს:

"ჩემო ძვირფასო, რაღა მოგწერო! ნინო აღარა მყავს! ეს საკმარისია ჩემი სულისკვეთება, ჩემი სიობლე, ჩემი მარტოობა და უმწეო მდგომარეობა უსიტყვოა კარგად გაიგო.

რამდენჯერმე დავაპირე დაწერა, მაგრამ ვერ შვეძელი, ნინოს ვიხსენებ გული მესკვნება, ცრემლი მაწვება, სულ მოვიშალე, განსაცდელს ვერ ვურიგდები. გონებით მინდა დავმშვიდდე, მაგრამ გული არ ემორჩილება. ეს სიბერის და სისუსტის შედეგია. უბედური შემთხვევა საბედისწერო შეიქმნა. განაგრძეთ კითხვა