როცა დაიბადა, სახის ნერვული დაბოლოება დაუზიანდა - ლოყა და ტუჩები პარალიზებული დარჩა... - მშობლები

როცა დაიბადა, სახის ნერვული დაბოლოება დაუზიანდა - ლოყა და ტუჩები პარალიზებული დარჩა...

2016-03-25 15:52:03+04:00

ყველა დასცინოდა, აბუჩად იგდებდნენ... ერთხელ ისე გაუჭირდა, თავისი ძაღლი გაყიდა... არავინ ელოდა, რომ ის ცნობილი მსახიობი გახდებოდა... დაბადების დროს სახის ნერვული დაბოლოება დაუზიანდა. ლოყა, ტუჩები და ენა პარალიზებული დარჩა.

როცა 11 წლის იყო, მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ. 13 წლისას უკვე 10 სკოლა ჰქონდა გამოცვლილი - გამუდმებით რიცხავდენენ ცუდი ყოფაქცევისთვის. სკოლაში ყოველთვის აწვალებდნენ გაუგებარი საუბრისთვის და ურტყამდნენ პატარა სიმაღლის გამო...

24 წლამდე გალიების მწმენდავად მუშაობდა ზოოპარკში და შვეიცარად - ღამის რესტორანში.

ოცნებობდა გამხდარიყო მსახიობი, მაგრამ გარეგნობის და საუბრის დეფექტის გამო, როლებს არ აძლევდნენ.

ეწვია 300-ზე მეტ სტუდიას, თითოს მინიმუმ 4-ჯერ, მაგრამ უშედეგოდ - არავის არ უნდოდა მთავარ როლზე აეყვანა.

24 წლის ასაკში პორნოგრაფიულ ფილმში მიიღო მონაწილეობა, გამოუვალი ფინანსური მდგომარეობის გამო...

როდესაც 30 წლის იყო, ცოლის სამკაულები გაყიდა მისგან მალულად - ამის გამო ცოლი გაშორდა და წავიდა მისგან, 1 წლის ბავშვთან ერთად...

ისე გაუჭირდა, ერთხელ საკუთარი ძაღლიც კი გაყიდა 50$-ად - მისთვის საჭმელი არ ჰქონდა...

იმავე წელს ბარში იჯდა და კრივს უყურებდა, რამაც შთააგონა. 2 დღეში დაწერა ფილმის სცენარი, რომელიც შემდგომში 25 ათას დოლარად გაყიდა, ოღონდ ერთი პირობით - მთავარი როლი თავად უნდა შეესრულებინა.

რამდენიმე დღის შემდეგ გადაწყვიტა, ძაღლი დაებრუნებინა. იმავე ადგილზე დადგა, სადაც გაყიდა, და ელოდა. 3 დღის შემდეგ დაინახა ახალ პატრონთან ერთად და უკან გამოისყიდა 15 ათას დოლარად...

ფილმს განსაცვიფრებელი წარმატება ჰქონდა, "ოსკარის" წარადგინეს, 10 ნომინაციაზე, მსახიობს კი არაერთი მილიონი დოლარი მოუტანა...

mshoblebi

ამ ადამიანს სილვესტერ სტალონე ჰქვია. ფილმი, რომელმაც ძალიან დიდი პოპულარობა მოუტანა, არის "როკი".

mshoblebi

სტალონე ცოლ-შვილთან ერთად
ლევან ხიდიშელი