შეღებილი კვერცხები რომ დიდი ხნით შეინახოთ - მარტივი ხერხი - მშობლები

შეღებილი კვერცხები რომ დიდი ხნით შეინახოთ - მარტივი ხერხი

2016-04-17 08:03:21+04:00

დიდი ხნით ნადებ კვერცხს თამამად ვერ მივირთმევთ მალე აღდგომის დღესასწაული დადგება შეღებილი კვერცხები სამზარეულოს "დაიპყრობს". რა თქმა უნდა, მხოლოდ 2 დღისთვის არ ვღებავთ, გვინდა, რომ წითელი კვრეცხები შეძლებისდაგვარად დიდხანს გაგვყვეს. ამბობენ, აღდგომის კვერცხი არ ფუჭდებაო, მაგრამ დიდი ხნით ნადებ კვერცხს თამამად ვერ მივირთმევთ, მითუმეტეს, ბავშვს ვერ ვაჭმევთ. წარმოგიდგენთ მეთოდს, რომელიც როგორც შეღებილ, ასევე უბრალოდ მოხარშულ კვერცხს ვარგისიანობის ვადას გაუხანგრძლივებს.

ამისათვის დაგჭირდებათ ზეთი და ბამბის სუფთა ტამპონი. დაასველეთ ბამბა ზეთში და და წაუსვით შეღებილ კვერცხებს. ცხომოვანმა ფენამ კვერცხები მთლიანად უნდა დაფაროს. რა თქმა უნდა, კვერცხები ისევ მაცივარში უნდა შეაწყოთ.

ასე დამუშავებული კვერცხები ვარგისია 2-3 კვირის განმავლობაში.