3 წლის შემდეგ შემიძლია სახლიდან გაგაგდო, თუმცა, ორი ვარიანტი გაქვს 1. 3 წლის შემდეგ შემიძლია სახლიდან გაგაგდო, თუმცა, ორი ვარიანტი გაქვს: ან უმაღლესში ჩააბარო, მე დაგეხმარები, როგორც შევძლებ, ან სამსახური მოძებნო და საკუთარი თავი თავად არჩინო. არანაირი სურვილი არ მაქვს, ვარჩინო 18+ წლის გოგონა, ეს არასწორია. შენ გაქვს 3 წელი, რომ მიიღო გადაწყვეტილება. სხვათა შორის, შენს ოთახში ჩვენი საძინებლის მოწყობას ვაპირებთ.
2. მშვენიერი ხარ, ლამაზი და ჭკვიანი. იმაზე უკეთესი ხარ, ვიდრე მე ვიყავი შენს ასაკში. უკვე 15 წელია გიცნობ. იმაზე უკეთესი ხარ, ვიდრე ვიფიქრებდი. ნუ, ცოტა მამასაც ჰგავხარ.
3. შენთვის სამაგალითო არ ვარ. სრულიად განსხვავებული ხარ ჩემგან, არ უნდა მოგწონდეს ის, რაც მე მომწონს. მე ჩემი ღირებულებები მაქვს, შენ შენი.
4. თავისუფალი ხარ. შენგან არაფერს ველი. შეგიძლია მეეზოვე გამოხვიდე, დიასახლისი, ოფის-მენეჯერი, ანალიტიკოსი. არასდროს ჩავერევი შენს არჩევანში.
5. არ ხარ ჩემ წინაშე ვალდებული. იმისთვის არ გამიჩენიხარ, რომ ვალი დამიბრუნო. არ ველი შენგან ჭიქა წყალს. არ ველოდები, რომ როცა მოვხუცდები, უნდა შემინახო. შენი ცხოვრება შენი არჩევანია.
6. შენ გაქვს სახლი. რაც არ უნდა მოხდეს შენს ცხოვრებაში, მე შენ გვერდით ვიქნები. დაგეხმარები, რითიც შემეძლება. თუმცა, თვითნებურად შენს საქმეებში არ ჩავერევი.
7. მე მაქვს ჩემი ცხოვრება. არ ვარ ვალდებული, ხელის დაქნევისთანავე შენთან გავჩნდე. არ ვარ ვალდებული, ჩემი კომფორტი შევწირო შენს კეთილდღეობას. შემიძლია, მაგრამ ვალდებული არ ვარ.
8. შენ შენი ცხოვრება გაქვს. გათხოვდი, გააჩინე შვილები, იმუშავე, მიიღე პოლიტიკური გადაწყვეტილებები. შეიცვალე მრწამსი, სქესი. ისე უნდა მოიქცე, როგორც გული გიკარნახებს. ამით არ დამკარგავ და არასდროს გახდები ჩემთვის პერსონა ნონ-გრატა. გაგრძელება