„wings for life - მსოფლიო რბენა“ და „თამაშობანა“ პატარებს ბევრ სიურპრიზს უმზადებს - მშობლები

„wings for life - მსოფლიო რბენა“ და „თამაშობანა“ პატარებს ბევრ სიურპრიზს უმზადებს

2016-04-27 13:04:02+04:00

ბავშვების ასაკი არ არის შეზღუდული! ძვირფასო მშობლებო, დაარეგისტრირეთ ბავშვები 8 მაისის თამაშობანა ზეიმზე “wings for life - მსოფლიო რბენის” ფარგლებში. დარეგისტრირებულებს კახეთში, სათამაშო ზონის შესასვლელში გადაეცემათ თამაშობანას მოქალაქეობის პასპორტები და საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა სახალისო თამაშებში: ორდროშობანა, რეზინობანა, წრეში ბურთი. ასევე გაიმართება საბავშვო გარბენი. გამარჯვებულებს გადაეცემათ მედლები და სხვადასხვა თამაშები საჩუქრად!

ბავშვის "მიღება-ჩაბარება" მოხდება მშობლის ხელმოწერით და პირადობის მოწმობის წარდგენით. ბავშვების ასაკი არ არის შეზღუდული, მაგრამ 5 წლამდე ბავშვებს თან უნდა ახლდნენ მშობლები. იხილეთ სარეგისტრაციო ფორმა