"ცეკვავენ ვარსკვლავებში" დანგრეული ოჯახები და დაშორებული წყვილები - მშობლები

"ცეკვავენ ვარსკვლავებში" დანგრეული ოჯახები და დაშორებული წყვილები

2014-07-17 08:47:24+04:00

''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' ერთგვარ ტრადიციად იქცა, რომ ყოველ ახალ სეზონზე მინიმუმ ერთი მონაწილე მაინც ანგრევს ოჯახს ბოლო ორი წელია, პროექტი ''ცეკვავენ ვარსკვლავები'' ქართულ სატელევიზიო ბაზარზე პოპუ-ლარული პროექტებისთვის კონკურენტად იქცა. პირველი, მეორე და მესამე სეზონი განსაკუთრებულად წარმატებული აღმოჩნდა, მეოთხე სეზონს კი ვარსკვლავების ნაკლებობას უწუნებდნენ.

ნებისმიერი გასართობი პროექტის დამთავრების შემდეგ ერთ კვირაში ხალხი გამარჯვებულსაც ნელ-ნელა ივიწყებს და მონაწილეებსაც, თუ მათ კარიერაში კიდევ უფრო ახალი და საინტერესო არ მოხდა, მაგრამ ''ცეკვავენ ვარსკვლავები'' სეზონიდან სეზონამდე არ კარგავს აქტუალობას, მიზეზი კი ამ პროექტში შექმნილი ოჯახებისა და დაშორებული წყვილების ხშირ შემთხვევაში სკანდალური თავგადასავლებია.

''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' ერთგვარ ტრადიციად იქცა, რომ ყოველ ახალ სეზონზე მინიმუმ ერთი მონაწილე მაინც ანგრევს ოჯახს ან ახალი წყვილი იქმნება. ლენტი ამ კუთხით გიგი გაჩეჩილაძისა და სალომე ჭაჭუას წყვილმა გაჭრა.

მათი სიყვარულის ამბავზე ლეგენდები დადიოდა და თითქმის ყოველკვირა იბეჭდებოდა ინტერვიუები პრესაში. სოციალურ ქსელში წყვილი ერთად გადაღებულ რომანტიკულ ფოტოებს ხშირად აქვეყნებდა და მაყურებელი ვერ წარმოიდგენდა, რომ ერთ დღეს სალომესა და გიგის რვაწლიანი სასიყვარულო ურთიერთობა დასრულდებოდა. მიზეზი ''ცეკვავენ ვარსკვლავები'' აღმოჩნდა.

გიორგი ვარდოსანიძე და სალომე ჭაჭუა მეორე სეზონზე წყვილში ცეკვავდნენ. მართალია, დღემდე ამტკიცებენ, რომ ერთმანეთი პროექტში არ შეჰყვარებიათ, მაგრამ ფაქტია, რომ ცეკვის დროს გაიცნეს ერთმანეთი. საბოლოოდ, სალომე გიგის დაშორდა და ცოლად გიორგის გაჰყვა. ქორწილის შემდეგ კი მეოთხე სეზონში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

მოცეკვავე ანი ჯაჯანიძე მეუღლეს პროექტის მესამე სეზონში მონაწილეობისას დაშორდა. ''არის ერთი სერიოზული მიზეზი, რის გამოც დავშორდით...'' – განაცხადა ''რეიტინგთან'' ინტერვიუს დროს. ახლა თავს კარგად გრძნობს და ამბობს, რომ შეყვარებულია. მართალია, საყვარელი ადამიანის ვინაობას არ ასახელებს, მაგრამ ამბობენ, რომ ანის ახალი სიყვარული ასევე მოცეკვავე იაკობ ყუფუნიაა.

მეოთხე სეზონზე ყველაზე სკანდალური მაინც გიორგი ყიფშიძისა და ჯულიანა ბარ-გნარის ურთიერთობა აღმოჩნდა. ამბობენ, რომ მათ შორის სიმპათიები ჯერ კიდევ მესამე სეზონზე წყვილში ცეკვის დროს გაჩნდა. ახალ სეზონზე ჯულიანა მიშა მესხს უწევდა პარტნიორობას, გიორგი კი ერთ-ერთი წამყვანი იყო.

იხილეთ სრულად