"შესაძლოა, მან ჩემს ქალურ გაპრანჭვაზე გაიცინოს, მაგრამ ეს არ მაბრაზებს" - თათული ედიშერაშვილის გულახდილი ინტერვიუ - მშობლები

"შესაძლოა, მან ჩემს ქალურ გაპრანჭვაზე გაიცინოს, მაგრამ ეს არ მაბრაზებს" - თათული ედიშერაშვილის გულახდილი ინტერვიუ

2016-05-18 16:19:06+04:00

"დედამ ერთხელ მითხრა: სხვას არასდროს არაფერი წაართვა, ხოლო იმას, რაც შენია, ვერავინ წაგართმევს, მაინც მოგეცემაო" "ბევრი ფული რომ მქონდეს, ავაშენებდი თეატრს, სადაც არ იქნებოდა ბოროტება", ამბობს მსახიობი თათული ედიშერაშვილი. რის გამო საყვედურობენ ახლობლები, რომელი თვისება მოსწონს ყველაზე მეტად საკუთარ ხასიათში, რას ნანობს და რა განცდა აქვს, როცა საჯაროდ აქებენ? " ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

" დაბადების თარიღი...

" ...1981 წლის 14 ივნისი.

" ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

" ...მსახიობი, სხვა პროფესიაზე არც არასდროს მიფიქრია. კითხვა არ შემეძლო, მაგრამ ერთ დღეს აღმოვაჩინე, რომ ძალიან ბევრი ლექსი ზეპირად ვიცოდი. თან, ისეთი ლექსები, რომელიც მაშინდელ ასაკში არ უნდა მცოდნოდა. დედას პოეზია ძალიან უყვარდა, ხშირად მიკითხავდა და როგორც ჩანს, დამამახსოვრდა. ოჯახის წევრები მთხოვდნენ, მხატვრულად წამეკითხა. პროფესიული არჩევანის გამო, არასდროს მინანია, მაგრამ ვიქნები გულწრფელი და ვიტყვი, რომ გულისტკივილი მქონია. იმედგაცრუება განმიცდია არა პროფესიაში, არამედ " პროფესიულ ურთიერთობაში. ასეთ დროს ბრძოლისუნარიანი ვხდები. ზოდიაქოთი ტყუპი ვარ და ერთ თათულის მეორესთან გამუდმებით რაღაცის მტკიცება უწევს. სურვილებში ხშირად გაორება მაქვს, გადაწყვეტილებებს დიდი ფიქრის შედეგად ვიღებ.

" ჩემზე ამბობენ...

" ...ყველაზე ხშირად მესმის: რა საყვარელი გოგოა, როგორი პატარა და გამხდარი ყოფილა, ეკრანზე კი დიდი ჩანსო. უცხო ადამიანებისგან სითბოს გამოხატვას მივეჩვიე. იმედია, ბოლომდე ასეთი განწყობა ექნებათ. მაყურებლის სიყვარულის შესანარჩუნებლად ძალისხმევას არ დავიშურებ. ზურგს უკან არ ვიცი, რას ამბობენ.

" ბედნიერი ვარ, რომ...

" ...ვარ თათული ედიშერაშვილი, ჩემი მშობლების შვილი, ჩემი დების და, ჩემი შვილების დედა და ჩემი მეუღლის მეუღლე (იღიმის).

" თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

" ...ეს არის ბრძოლისუნარიანობა და პატიების სურვილი. მომწონს, რომ მიზანდასახული ადამიანი ვარ. ცხოვრებაში ბევრი წინააღმდეგობა მქონია და ამ დროს მიზანდასახულობა ძალიან მშველის.

"თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...

" ...ეს ემოციურობაა. ურთიერთობებში პირდაპირი ვარ და ხანდახან ამას დავუზარალებივარ, მაგრამ თავიდან ბევრი გაურკვევლობაც ამიცილებია. მერე რომ დავფიქრებულვარ, მივმხვდარვარ, რომ ჯობდა, სათქმელი მშვიდად მეთქვა, ლოიალური ვყოფილიყავი.

"არ მჩვევია...

"...ღალატი. როგორც პროფესიაში, ასევე პირად ცხოვრებაში, ერთგულება ძალიან მნიშვნელოვანია. შემიძლია ვთქვა, რომ არავისთვის და არაფრისთვის არასდროს მიღალატია. ყოველ შემთხვევაში, ასე მგონია.

" ყოველთვის მაქვს სურვილი...

" ...წავიდე წინ, ვიშრომო ბევრი, მეტად განვვითარდე.

" ჩემი პირველი წარმატება...

" ...ეს იყო შალვა გაწერელიას სპექტაკლში " "გუშინდელნი" ნათამაშები როლი, ხოლო სატელევიზიო კარიერას თუ ვიგულისხმებთ, ეს არის თამარ ღლონტის როლი "შუა ქალაქში". პირად ცხოვრებაში წარმატება თუ გაინტერესებთ, ეს დიდი სიყვარული და ჩემი შვილებია.

" ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...

" ...არაფერს შევცვლიდი, მხოლოდ " ცოტათი გავსუქდებოდი.

" ყოველთვის მრცხვენია, როცა...

" ...უზნეობის, უზრდელობის... არა, არასწორად ვამბობ. ზედმეტად მორიდებული არ ვარ, მაგრამ შეიძლება, რაღაც საკმარისად ვერ მოვითხოვო, იმიტომ, რომ მრცხვენია.

" ვნანობ, რომ...

" ...ბევრ რამეს ვნანობ. საჭირო დროს საჭირო ადგილზე არ აღმოვჩნდი იმიტომ, რომ შემრცხვა. თითქოს მორცხვი არ ვარ, მაგრამ შანსი ხელიდან გავუშვი, დრო სწორად ვერ გამოვიყენე. ჩემს პროფესიაში ეს ძალიან ცუდია. თუმცა, ღამით მშვიდად მძინავს და ამის ფასი არაფერია. განაგრძეთ კითხვა