ხშირად ამ მოსაზრებას ეთანხმებიან დედები და არავის აძლევენ უფლებას, თავიანთი შვილები მძინარე მდგომარეობაში გადაიღონ ალბათ გაგიგონიათ, რომ არ შეიძლება მძინარე ადამიანისთვის ფოტოს გადაღება. ხშირად ამ მოსაზრებას ეთანხმებიან დედები და არავის აძლევენ უფლებას, თავიანთი შვილები მძინარე მდგომარეობაში გადაიღონ.
გაირკვა რამდენიმე ვერსია, რომელიც ამ აკრძალვას ხსნის. მთავარი მდგომარეობს იმაში, რომ XIX საუკუნეში, როდესაც ფოტოგრაფია ახალი შემოსული იყო, ადამიანები ხშირად უკვეთავდნენ თავიანთი მიცვალებულებისთვის ფოტოს გადაღებას (როგორც ერთადერთი მოსაგონარი).
რათა არ გამოეწვიათ ცუდი ასოციაციები, არავის არ უნდოდა თავისი ახლობლების მძინარე მდგომარეობაში გადაღება. როდესაც ეს ტრადიცია დავიწყებას მიეცა, ნელ-ნელა ამ ფაქტს ცრურწმენა დაემატა.
მათ, ვისაც პარალელური სამყაროს არსებობის სჯერა, ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება გააჩნია. მათი მტკიცებით, ძილის დროს სული ტოვებს სხეულს, რომლის დროსაც აბსოლუტურად დაუცველი ხდება ადამიანი ბნელი ძალებისგან.
ჯადოქრებს ძალიან მარტივად შეუძლიათ ზიანი მიაყენონ ადამიანს ასეთი ფოტოსურათის მეშვეობით.
არ ღირს ეთიკური მხარის დავიწყებაც. ხშირად ძილის დროს ადამიანი არ გამოიყურება მიმზიდველად. ამიტომ არც ერთ ადამიანს არ მოეწონება თავისი ფოტოს ნახვა მძინარე მდგომარეობაში. გარდა ამისა, ფოტოკამერის ხმამ და განათებამ შეიძლება მოულოდნელად გააღვიძოს მძინარე ადამიანი, რაც მის ელდას გამოიწვევს... აი, ასეთი ახსნა აქვს მძინარე ადამიანისთვის ფოტოს გადაღების აკრძალვას. თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხთან დაკავშირებით?