"ნახეთ, 2-3 წელში რა ფანტასტიკა და ტიტანი იქნება ეს გოგო!" "იქს-ფაქტორიდან" პატარა ნიჭიერი გოგონას, ნინა ჩხეიძის გავარდნას დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში. ის ნინა სუბლატის გუნდის წევრი იყო და მომღერალი ასე გამოეხმაურა პატარა კოლეგის პროექტიდან წასვლას:
"მეგობრებო, დიდ მადლობას გიხდით ყველას, ვინც ჩემს ნინას მხარი დაუჭირეთ! სამწუხაროა, რომ მან დღეს პროექტი დატოვა, თუმცა ამასთან ერთად, საერთოდ არ არის სამწუხარო და დრამატული ეს ამბავი! ზოგადად მიხარია, რომ ნინა გამოჩნდა, იმიტომ რომ განსაკუთრებულია! შემდეგი ორშაბათიდან ბევრი ინდივიდუალიზმი დააკლდება საქართველოს, და ინდივიდუალიზმი და შენი შინაარსის გამოხატვა და გადმოცემა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია რეალობაში, ვიდრე რაღაცის კარგად და სუფთად შესრულება; ლოგიკურია, სიმღერის კარგად მღერა რომ ასეთი დაუძლეველი მოცემულობა იყოს ადამიანებისთვის, ახლა რომ დედამიწის მინიმუმ 50% კარგად მღერის, ეგ ასე არ
იქნებოდა; ჯერ მარტო ის ფაქტია ამის დასტური, რომ ამ პატარა საქართველოში ამდენი კარგი მომღერალია! აი ინდივიდუალიზმი და განსაკუთრებულობა კი ნამდვილად დაუძლეველი მოცემულობაა, რომელსაც რომ გადააკვდე მაინც ვერ გამოიმუშავებ; - ან გაქვს, ან არ გაქვს. მე ვფიქრობ, რომ როგორც ჩემი ერთ ერთი საყვარელი არტისტი - ზემფირა ვერ გამოხატავდა თავის თავს კონკურსში, იგივე ამბავია ნინასთან დაკავშირებითაც; და სწორედ იმიტომ არ მწყდება გული, რომ ვიცი, როგორც ზემფირასთვის არაფერი იქნებოდა კონკურსიდან გავარდნა, ისეთივე არაფერი იქნება ნინასთვისაც ეს ყველაფერი! აი, ნახეთ, 2-3 წელში რა ფანტასტიკა და ტიტანი იქნება ეს გოგო! ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი რეიტინგული სერიალისთვის საუნდტრეკი ჩაწერა, ახლა კიდე სხვა რაღაცისთვისაც წერს... She's that Gal! ნინა იყო და წარუმატებელი ეგეთი არ ვიცი მე!"