ვასო ფხაკაძის ულამაზესი მეუღლე და ოჯახური ფოტოალბომი - მშობლები

ვასო ფხაკაძის ულამაზესი მეუღლე და ოჯახური ფოტოალბომი

2016-07-07 17:29:46+04:00

ლიკუნა საკმაოდ აქტიურია სოციალურ ქსელში და ხშირად აქვეყნებს ოჯახურ ფოტოებს "კომედი შოუს" მსახიობის ვასო ფხაკაძის დაქორწინებაზე, შეიძლება ითქვას, სრულიად საქართველო "ზრუნავდა", მეტიც, სამეგობროში სახუმარო თემადაც იქცა ვასოს ცოლის მოყვანის ამბავი.. რასაკვირველია, ამ ყველაფერს თავად მსახიობიც იუმორით უყურებდა. როცა გრძნობა ეწვია და გაიცნო ის, ვინც უნდოდა მისი ცხოვრების მეგზური გამხდარიყო, ოჯახიც შექმნა..

mshoblebi

წყვილი ერთმანეთს საერთო მეგობრის წრეში შეხვდა, დამეგობრდნენ, მერე როგორც ხდება ხოლმე, მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა და ოჯახიც შეიქმნა. ვასოს მეუღლე მოდელი, პირველი ვიცე მის საქართველო და იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებული ლიკუნა მეტრევლი გახლავთ. ვასო არ მიეკუთვნება იმ მამაკაცების კატეგორიას, ცოლებს მოდელობას რომ უშლიან, შესაბამისად ლიკუნა ოჯახის შექმნის შემდეგაც აგრძელებს სამოდელო კარიერას და მოდის კვირეულებსა თუ სხვადასხვა ჩვენებებში იღებს მონაწილეობას..

mshoblebi

ცოლ-ქმარს შორის ასაკობრივი სხვაობა 16 წელია, თუმცა როგორც თავად ამბობენ, ეს საერთოდ არ იგრძნობა ურთიერთობაში და ფაქტია, რომ ამას ხელი მათთვის არაფერში შეუშლია.

mshoblebi

2015 წლის 20 თებერვალს პატარა ნინა ფხაკაძის დაბადებამ ოჯახი უფრო სრულყოფილი გახადა და მშობლებს ყველაზე მთავარი საზრუნავი გაუჩინა.. იერით ბავშვი მამას ჰგავს, დედის სილამაზე კი გენეტიკურად მოჰყვება.. ვასო ძალიან მზრუნველი მამა აღმოჩნდა, ჯერ კიდევ ჩვილობისას იყო ჩართული ბავშვის მოვლაში, დაბანაში, საჭმლის მომზადებაში.. მიუხედავად იმისა, რომ დაკავებულია, როგორც კი თავისუფალი დრო გამოუნდება ცდილობს ნინასთან გაატაროს.

mshoblebi

ლიკუნა საკმაოდ აქტიურია სოციალურ ქსელში და ხშირად აქვეყნებს ოჯახურ ფოტოებს..

მართალია, ნინა დაბადების წუთიდანვე მოექცა საზოგადეობის ყურადღების ცენტრში, მაგრამ ახლა უკვე მას როგორც "მსახიობს" გავიცნობთ.. ცნობილი მშობლების ფერიასავით გოგოს უკვე სარეკლამო რგოლშიც იღებენ.. გთავაზობთ ფოტოებს გადაღებიდან.

იხილეთ ფოტოალბომი

თეკლა ჟვანია