დიდი შანსია, რომ ჩვენს სამზარეულოშიც მოიძებნებოდეს ჭურჭელი, რომელშიც საკვების შენახვა-მომზადება საფრთხის შემცველია ნებისმიერ ოჯახში, როგორც წესი, სხვადასხვა მეტალისა და მასალის ჭურჭელს იყენებენ. ჭურჭელი არა მარტო პრაქტიკული, ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხოც უნდა იყოს. არადა დიდი შანსია, რომ ჩვენს სამზარეულოშიც მოიძებნებოდეს ჭურჭელი, რომელშიც საკვების შენახვა-მომზადება საფრთხის შემცველია. რომელი ჭურჭლისგან არის მოსალოდნელი საკვებში მავნე ქიმიური ნივთიერების მოხვედრა?
1. ალუმინის ჭურჭელი
იმის გამო, რომ ძალიან გამძლე და ადვილად მოსავლელია, საკმაოდ ბევრ ოჯახში გვხვდება. მიუხედავად იმისა, რომ წლების წინ ალუმინის ქვაბები ძალიან პოპულარული იყო, დღეს სპეციალისტები მისგან თავის შეკავებას გირჩევენ. ალუმინში მზადებისას კერძში სახიფათო ნივთიერებები ხვდება, საკვების გაჩერება მასში კი საერთოდ დაუშვებელია.
2. ტეფლინიზებული ქვაბები და ტაფები
ტეფლონი მეტალის გარე საფარველად გამოიყენება და მისი ფუნქციაა, ჭურჭელმა კერძი არ მიიწვას. არსებობს მოსაზრება, რომ გახურებისას ტოქსიკურ ნივთიერებებს გამოყოფს.
ამ ჭურჭლის მწარმოებლები და მეცნიერები აცხადებენ, რომ ამ ტოქსინების რაოდენობა იმდენად უმნიშვნელოა, ადამიანის ორგანიზმისთვის სერიოზული ზიანის მიყენება არ შეუძლია. თუმცა ამ ვარაუდის საკუთარ ოჯახზე გამოცდა ალბათ არავის სურს. გარდა ამისა, ტეფლონი უსაფრთხოა მანამ, სანამ მასზე ნაკაწრები გაჩნდება. ამის შემდეგ ეს ჭურჭელიც სახიფათო ხდება. ტეფლონის ჭურჭლის ალტერნატივად შეიძლება თუჯის ან უჟანგავი ფოლადის ქვაბები გამოიყენოთ.
3. პლასტმასის ჭურჭელი
საკვების შესანახი პატარა-პატარა კონტეინერები ყველა ოჯახშია და ყოველდღიურ მოხმარებაშია. ვინახავთ საკვებს, ვყინავთ, სკოლაში ან სამსახურში ვატანთ ოჯახის წევრებს. მეცნიერები გვაფრთხილებენ - პლასტმასის ზოგიერთი სახეობა საშიშია თქვენი ჯანმრთელობისთვის. უხარისხო პლასტმასი მავნე ქიმიურ ნივთიერებებს შეიცავს. პლასტმასის ხარისხის გარკვევა ადვილი არ არის (იხილეთ სტატია პლასტმასის ჭურჭლის შერცევის შესახებ). თუ სპეციალური ეტიკეტი არ ახლავს და საკმაოდ იაფიც ღირს, მოერიდეთ მასში საკვების შენახვას, მით უმეტეს, რაც ბავშვისთვის არის განკუთვნილი. გამოიყენეთ მხოლოდ მომენტალური მომზადებისთვის, შემდეგ კი საკვები გაცილებით უსაფრთხო მინის კონტეინერში, ან ემალირებულ ჭურჭელში გადაიტანეთ. მინა საკვებთან ქიმიურ რეაქციაში არ შევა არც შენახვის, არც მიკროტალღურ ღუმელში გაცხელების და არც გაყინვის შემთხვევაში.
4. პლასტიკატის დაფები
დაავადების გამომწვევი ბევრი ბაქტერია, მაგალითად სალმონელა ზუსტად პლასტიკატს ირჩევს გასამრავლებლად და არა ხის დაფას.
ამიტომ სამზარეულოს დასაჭრელი დაფა სჯობს ხის მკვრივი ჯიშებისგან ან ბამბუკისგან იყოს დამზადებული.
ასევე იხილეთ: როგორ ჭურჭელში უნდა ჭამოს ბავშვმა