ახალი წევრი ევას და შორენას ცხოვრებას უხალისებს ეს პატარა არსება ევას თურქეთიდან ჩამოსულს, აეროპორტში აჩუქეს. პაწაწინა ლამაზი ლეკვის ფოტოებს ევა და შორენა ფეისბუქზე დებენ და საყოველთაო აღტაცებასაც იწვევენ. მათი ოჯახის ახალი წევრი მართლაც ძალიან საყვარელია და ადვილად მოიგო არა მხოლოდ დედა-შვილის, არამედ მათი მეგობრების გულებიც.
შორენას მანამდეც ჰყავდა პატარა ძაღლი, ახლა კი მას ევას ოთხფეხა მეგობარიც მიემატა.