ბულგარული წიწაკა: რა ასაკიდან ვაჭამოთ ბავშვს - მშობლები

ბულგარული წიწაკა: რა ასაკიდან ვაჭამოთ ბავშვს

2016-08-12 09:43:37+04:00

მასში ბევრი სასარგებლო ნივთიერებაა, მაგრამ უნდა იცოდეთ, როგორ და როდის მისცეთ ბავშვს ბულგარული წიწაკა შეუცვლელი პროდუქტია ბავშვის კვებაში, მაგრამ როდის უნდა ვაჭამოთ პატარას პირველად და როგორ, ეს ყველამ არ იცის. არსებობს რამდენიმე წესი:

ბულგარული წიწაკა სასარგებლო პროდუქტია, განსაკუთრებით ბავშვებისთვის. დარწმუნებულები ვართ, პატარას მოეწონება იგი. მაგრამ წიწაკის ბავშვისთვის მიცემა, ისევე როგორც სხვა ბოსტნეულების, სიფრთხილეს საჭიროებს.

რა სარგებლობა აქვს ბულგარულ წიწაკას ბავშვისთვის?

ბულგარული წიწაკა უამრავ სასარგებლო ნივთიერებას და ვიტამინებს შეიცავს: ფოლიუმის მჟავას, A და B6 ვიტამინებს. იცით, რომ C ვიტამინი ბულგარულ წიწაკაში უფრო მეტია, ვიდრე ლიმონში. ხოლო ბეტა კაროტინის შემცველობით სტაფილოს ჯობნის.

mshoblebi

წიწაკა შეიცავს ბავშვებისთვის აუცილებელ ნახშირწყლებს: გლუკოზას, საქაროზას, ფრუქტოზას. ისინი ეხმარებიან ბავშვს სიმაღლეში გაზრდას, მადისა და ენერგიის მომატებაში.

ბულგარული წიწაკის ჭამა პატარას მოუწესრიგებს კუჭის მოქმედებას, ორგანიზმიდან გამოდევნის მავნე ნივთიერებებს.

ვიტამინებთან ერთად, ბულგარული წიწაკიდან, ბავშვი იღებს მიკროელემენტებს: ნატრიუმს, კალიუმს, იოდს, მაგნიუმს, ფოსფორს, ფტორს, თუთიას, რკინას. ისინი აუცილებელია იმუნიტეტის გასაძლიერებლად და ბავშვის ორგანიზმში მიმდინარე ანთებითი პროცესების ჩასაცხრომად.

რომელი წლიდან უნდა ვაჭამოთ პატარას ბულგარული წიწაკა?

ცოცხალი სახით ბავშვს ბულგარულ წიწაკას ნუ აჭმევთ, იგი გაზების დაგროვებას უწყობს ხელს.

mshoblebi

ბულგარული პირველად ბავშვს შეგიძლიათ 10 თვის ასაკში გაასინჯოთ. აუცილებლად, თერმულად დამუშავებული. იდეალურია გამომცხავრი ბულგარული წიწაკა.

ცოცხალი სახით, მცირე რაოდენობის ბულგარული წიწაკა ბავშვს 1,5-2 წლიდან აჭამეთ.

თუ თქვენი პატარა ალერგიულია ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოუწესრიგებელი აქვს, ბულგარულ წიწაკასთან სიფრთხილე გმართებთ. რადგან, იგი ეთერზეთებს შეიცავს, რასაც კუჭის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება შეუძლია.

ბულგარული წიწაკის პიურე

დამატებითი ჭამისთვის პატარას ბულგარულის პიურე მოუმზადეთ, რომელიც მოტკბო გემოსია და თქვენს პატარას მოეწონება.

დაგჭირდებათ: 2 ცალი ბულგარული წიწაკა, 1 ცალი პატარა კარტოფილი.

მომზადება: კარტოფილი გათალეთ, გარეცხეთ, პატარა ნაჭრებად დაჭერით და ორთქლზე მოხარშეთ. დაახლოებით 10 წუთი. ბულგარული წიწაკა გარეცხეთ, დაჭერით, მოაცალეთ თესლები და კარტოფილთან ერთად მოხარშეთ ორთქლზე 10 წუთის განმავლობაში. გააგრილეთ, თუ ბულგარულს კანს მოხსნით უკეთესია, და დააბლენდერეთ ერთგვაროვანი, კრემისმაგვარი მასის მიღებამდე.