"ბავშვები გაგიჟებული არიან" 9 აგვისტოს თბილისში მომხდარ ავარიას ველოსიპედისტის სიცოცხლე ემსხვერპლა. ველოსიპედისტს მსუბუქი მანქანა დიდ დიღომში დაეჯახა. გარდაცვლილი ველოსიპედისტი 28 წლის სანდრო ნადირაძე იყო. სანდრო 51-ე საჯარო სკოლაში მანდატურის სამსახურში მუშაობდა.
სკოლაში მუშაობა ახალგაზრდამ 2014 წლის აპრილიდან დაიწყო. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, სხვებისთვის მაგალითის მისაცემად, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზების მიზნით თუ უბრალოდ, ველოსიპედის სიყვარულის გამო, სამსახურში, დიდი დიღმიდან ვერაზე ველოსიპედით დაიწყო სიარული. წარმოშობით ჭიათურელი, თბილისში ახლობლებთან ცხოვრობდა.
უბედური შემთხვევის დეტალებზე სანდროს თანამშრომლებს და ახლობლებს საუბარი უჭირთ. 51-ე საჯარო სკოლის დირექტორი, მანანა თურქაძე AMBEBI.GE-სთან 28 წლის მანდატურის შესახებ გვიყვება:
"2014 წლის აპრილში მოვიდა სანდრო ჩვენთან, მანდატურის პოზიციაზე. ეს იყო მისი პირველი სამსახური, მანამდე სასულიერო აკადემია დაამთავრა, შემდეგ გადამზადება გაიარა და მოვიდა სკოლაში. ეს ადამიანი სრულიად სამყარომ დაკარგა. ასეთი ადამიანები არ არსებობენ", - ამბობს მანანა თურქაძე და სანდრო ნადიაძის ბავშვებისადმი განსაკუთრებულ დამოკიდებულებას უსვამს ხაზს.
"ბავშვები გამორჩეულად უყვარდა. 2 წელზე მეტი იმუშავა ჩვენთან და არ მახსოვს მისგან ხმამაღალი ტონი. სიმშვიდით აგვარებდა ყველა პრობლემას. უამრავ კამათში ჩარეულა და ეს კამათი ყოველთვის მშვიდად მოუგვარებია. მთელი სკოლა განიცდის, ბავშვები გაგიჟებულები არიან. ეს არის ძალიან დიდი ტრავმა სკოლისთვის. სხვა ღირებულებების ადამიანი იყო. გაგრძელება