ახლა მასწავლებლის მინიმალური ხელფასი 500 ლარია, მომავალი წლიდან გაიზრდება..." - მშობლები

ახლა მასწავლებლის მინიმალური ხელფასი 500 ლარია, მომავალი წლიდან გაიზრდება..."

2016-09-07 04:17:02+04:00

ალექსანდრე ჯეჯელავა: "გამოცდაა ცუდი, თორემ მასწავლებლები ძალიან კარგი გვყავს" განათლების და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა "იმედზე" გადაცემა "დღის შოუს" სტუმრობდა და მასწავლებლების გამოცდებზე გააკეთა კომენტარი.

- 2016 წელს ჩატარებული გამცდების შედეგით მასწავლებლების 80%-მა ვერ გადალაახა გამოცდების ბარიერი. თქვენი შეფასებით, რამდენად საგანგაშოა ეს შედეგი?

- მასწავლებლები გვყავს ძალიან კარგი. გამოცდა, რომელიც ჩაჭრის 80%-ს ნებისმიერ რამეში, არის ცუდი. გამოსავაილი არის ის, რომ ჩვენ შევუქმნათ მსწავლებლებს მოტივები. ჩვენ უნდა განვტვირთოთ სასწავლო გეგმა, რადგან გამოცდა მიბმულია სასწავლო გეგმაზე. თუ გადავტვირთავთ სასწავლო გეგმას, ჟურნალისტსაც ჩავჭრი და მინისტრსაც. აუცილებლად შევეხები ხელფასის საკითხს. ბოლო წლების განმავლობაში რადიკალურად შეიცვალა სიტუაცია. ახლა მასწავლებლის მინიმალური ხელფასი 500 ლარია და მომავალი წლიდან ეს მინიმალური საფეხური კიდევ უფრო აიწევს და დაახლოებით 600 ლარი გახდება. ჩვენი მიზანია პედაგოგს ანაზღაურება ჰქონდეს ადეკვატური.

მასწავლებლის კითხვა:

- სკოლის დირექტორი ვალდებულია თუ არა დატვირთოს ის პედაგოგი, რომელმაც გადალახა მინიმალური ზღვარი?

- ვალდებული არ არის და მოგახსენებთ რაშია საქმე. ჩვენ დემოგრაფიული პრობლემა გვქონდა და ახლა წამოვიდა საპირისპიროდ, რაც ძალიან სასიხარულოა. 2012 წელს ყველაზე ცოტა ბავშვი შევიდა პირველ კლასში. ავტომატურად ამან გამოიწვია ბავშვების დეფიციტი და ასევე საათების დეფიციტი. გამოვდა, რომ მეტი მასწავლებელი იყო და ნაკლები ბავშვი. ახლა ეს სიტუაცია შეიცვალა, რაც ძალიან კარგია. სამწუხაროდ, სკოლის დირექტორს ახლა აქვს არჩევანი, გაუშვას ეს ხალხი, მაგრამ სამ წელიწადში სად იპოვოს კარგი პედაგოგი? ფაქტობრივად მისი პოვნა შეუძლებელია. ამიტომ დირექტორები ცდილობენ და ვერ გაამტყუნებ ვერანაირად, რომ შეინარჩუნონ ეს ხალხი, რაც ხშირ შემთხვევაში ხდება და იყოფა ეს ანაზღაურება.