სესილია სიამაყით ამბობდა, ქმარს მეორე სართულიდან გადმოვუყარე ჩემოდნებიო... პატიება ვერ შეძლო, მაგრამ...
სესილია თაყაიშვილი დაიბადა 1906 წლის 17 სექტემბერს ბათუმში. მამა-დიმიტრი თაყაიშვილი თეატრისა და პოეზიის მოტრფიალე, თვითონაც წერდა იუმორისტულ ლექსებს.
სესილია ბავშვობიდანვე ეზიარა თეატრალურ ხელოვნებას. შალვა დადიანის ,,მოგზაური დასის" ერთ-ერთმა მსახიობმა ელ. ანდრონიკაშვილმა განიზრახა საშინაო წარმოდგენების დადგმა ბავშვებისათვის. წარმოდგენას ეწოდებოდა "ყვავილთა შორის". სპექტაკლში სესილია ყვავილის და ანგელოზის როლს თამაშობდა. ასე დაიწყო სესილიას თეატრალური ცხოვრების დიდი გზა. მშობლები მიხვდნენ, რომ სესილია მსახიობობის გარდა, სხვა არაფერზე იფიქრებდა, ამიტომაც ხელს უწყობდნენ. 8 წლის იყო, როცა ოჯახი თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად. 16 წლისამ ფაღავას სამსახიობო სტუდიაში ჩააბარა და სასწავლებლის დამთავრებისთანავე რუსთაველის თეატრში დაიწყო მუშაობა. ჯერ კიდევ სწავლის პერიოდში სტუდენტებს სახელგანთქმული სტანისლავსკი ესტუმრა. ყველა შეეცადა, თავი მოეწონებინა მისთვის, მაგრამ მან ამდენ ახალგაზრდაში რატომღაც სესილია ამოარჩია, რომელმაც ხნიერი ქალის როლი შეასრულა. სტანისლავსკი ადგა, გოგონას მიუახლოვდა და თავზე ხელი გადაუსვა. ეს ათას ეპითეტსა და კომპლიმენტზე მეტს ნიშნავდა. იმ დღეებში სესილია მართლაც უბედნიერესი იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, თავი სტანისლავსკის მიმდევრად არასოდეს ჩაუთვლია.. იგი მასწავლებლებად ახმეტელსა და მარჯანიშვილს მიიჩნევდა.
სტუდიის დამთავრებისთანავე ჩაირიცხა რუსთაველის თეატრის დასში, სადაც 1930 წლამდე მუშაობდა. 1930-66 წლებში სესილია მოღვაწეობდა მარჯანიშვილის სახელობის თეატრში. სესილია თაყაიშვილი იყო გარდასახვის უბადლო ნიჭით დაჯილდოებული, ფართო შემოქმედებითი დიაპაზონის მსახიობი. ქმნიდა რთულ, ერთმანეთის საწინააღმდეგო ხასიათებს. საოცარი იუმორით გამოირჩეოდა.
ამაყი და მიუკარებელი, მკაცრი, მაგრამ ყველასათვის სათნო, მანანასა და ზურიკელას ბებია, უყარდათ არა მარტო საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც ფრანგმა რეჟისორმა ჟან დაკანტმა როცა სესილია თაყაიშვილი "მე, ბებია, ილიკო და ილარიონში" იხილა, თქვა: "ეს თქვენი კი არა, ჩემი ბებიაა, რომელიც ახლა პროვინციაში ცხოვრობსო".
სესილია თაყაიშვილს არ უყვარდა თავისი თავის ხილვა ფილმებში და გადაღებებზეც დისკომფორტს განიცდიდა: - "არ მიყვარს კინოაპარატი, იგი თავიდანვე მაშინებს, მთელი ფიქრი და გრძნობა მასთან არის დაკავშირებული, მაგრამ მერე დრამატურგიული სახე ნთქავს ყოველივეს და ერთადერთი ამოცანა, - მოვატყუო, გამოვთიშო ჩემი შეგნებიდან ეს აპარატი - მთლიანად მიპყრობს. როგორც კი არ ვგრძნობ ხოლმე აპარატს, მუშაობა გაცილებით მიადვილდება". იხილეთ გაგრძელება