”ჩემთვის დიდი პატივი იყო ამ დღეს იქ გალობა...” რომის პაპის სვეტიცხოველში სტუმრობის დროს, ქანდაში მოღვაწე მამა სერაფიმემ არამეულ ენაზე იგალობა... ბერთან ერთად საგალობელს პატარა გოგონა ასრულებდა, რომლის ვინაობითაც ყველა დაინტერესდა. როგორც გავარკვიეთ, გოგონა ქანდელი ქეთი ილიაევია, რომლის მიერ ქრისტეს ენაზე შესრულებულმა საოცარმა გალობამ არამარტო საპატიო სტუმარზე, ქართულ საზოგადოებაზეც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა...
მოკლედ, პატარა ქეთი ვიპოვეთ და გვინდა თქვენც გაგაცნოთ: წარმოშობით ასურელია, სამშვილიანი ოჯახის უფროსი შვილი. ამბობს, რომ მცხეთის რაიონის სოფელ ქანდაში დაიბადა და იზრდება, ისევე როგორც მისი წინაპარი, რომელიც ამ სოფელში დაარსების დღიდან ცხოვრობს. ქეთი 12 წლის არის და ქანდის ქართული სკოლის მერვეკლასელი გახლავთ, უყვარს სწავლა, საგნებიდან - ქართული და ინგლისური და ტაძარში წირვა-ლოცვაზე სიარული კი დიდ სიამოვნებას ანიჭებს.
კითხვაზე, სად ისწავლა გალობა და რა ასაკში დაიწყო, გვპასუხობს: "პატარა რომ ვიყავი, კარგად ვმღეროდი, მერე დედამ მითხრა, თუ შევძლებდი და სურვილი მქონდა, ეკლესიაში მეგალობა. დავთანხმდი, ვცადე და ძალიან მომეწონა. როდესაც ტაძარში მივედი, სხვა მგალობლებიც ახალი მოსულები იყვენენ და გალობას ერთად ვსწავლობდით. ეს დაახლოებით, 2 წლის წინ იყო".
- დედაც გალობს?
- არა, ის ჩვეულებრივად ეკლესიაში წირვა-ლოცვას ესწრება, მრევლის წევრია... მე შაბათ-კვირას წირვა-ლოცვაზე ვდგავარ და ვგალობ, პირველი ხმა ვარ. ხანდახან შეიძლება ტაძარში სხვა დროსაც დაგვიბარონ, როცა მაგალითად, პარაკლისია ჩასატარებელი, ან რაიმე სხვა დღეა. განაგრძეთ კითხვა