"შვილებით აქ რომ მოხვიდე, შენს ძმას ცოლი ჰყავს მოსაყვანი და გინდა პრობლემები შეუქმნაო"?! - ბიჭს ყველაფერი და გოგოს არაფერი?! - მშობლები

"შვილებით აქ რომ მოხვიდე, შენს ძმას ცოლი ჰყავს მოსაყვანი და გინდა პრობლემები შეუქმნაო"?! - ბიჭს ყველაფერი და გოგოს არაფერი?!

2016-10-04 18:36:51+04:00

კაცები უპირატესობით ჩანასახშივე სარგებლობენ კაცები უპირატესობით ჩანასახშივე რომ სარგებლობენ, ფაქტია. დარწმუნებული ვარ, უამრავი შემთხვევა გაგიგიათ, როცა ქალებს აბორტს აკეთებინებენ მხოლოდ იმის გამო, რომ გოგონას გაჩენა მათთვის სასურველი არ არის. ოჯახს გვარის გამგრძელებელი უნდა ჰყავდეს, შესაბამისად კიდევ ერთი ქალის გაზრდის სურვილი აღარ აქვთ?

შეიძლება ვინმემ იკითხოს ალბათ, რას ნიშნავს აკეთებინებენო, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს მახინჯი სიმართლე დღემდე აქტუალურია ჩვენს ქვეყანაში, განსაკუთრებით კი თბილისს გარეთ...

თუ მაინც გაუმართლა გოგოს და ისიც გაჩნდა და მისი ძმაც, მერე უკვე სხვა პრობლემები იწყება, სახლი თავისი ჰგონია, მაგრამ მალევე უხსნიან, რომ ის მისი კი არა, მისი ძმისაა, რომ კაცს უფრო მეტი ეკუთვნის და ასე იწყება გოგონას მეორე ფლანგზე გადაწევა... მთელი ოჯახი კი საყვარელ დათუკაზე თუ ნიკუშაზეა გადამკვდარი - საყვარელ ბიჭს და "პატარა კაცს" ყველაფერი უნდა ჰქონდეს.

ეს ყველაფერი კი გულისხმობს სახლს, მანქანას, სამსახურში მოსაწყობად მეზობელ- ნათსავების შეწუხებას, ქალიშვილს თავიდანვე ქვეცნობიერად გაცნობიერებული აქვს, რომ სახლი ბიჭისაა, რომ ის უნდა ჩაბარდეს პატრონს, ხოლო ძმამ ცოლი მოიყვანოს და იყოს ბედნიერი...

ბიჭს ფული სჭირდება, აბა, ძმაკაცები რომ წავლენ სადღაც, ჯიბეგახეული ხომ არ ივლის, და გოგოს? რატომღაც ბევრი ამას ვერ ხვდება, რომ გოგოსაც ძალიან სჭირდება საკუთარი კუთხე და იმის შეგრძნება, რომ მეორეხარისხოვანი არაა ოჯახში.

საიდან წამოვიდა ეს ტრადიცია, რომ ოჯახის ქონება პირდაპირ ბიჭის კუთვნილებაში გადადის, გოგო კი ისე უნდა დარჩეს... წარმოდგენაც არ მინდა, რამდენი ქალი დაიჩაგრა ასეთი არაჯანსაღი დამოკიდებულების გამო.

მაგალთად, ჩემი ძველი ნაცნობი... როცა ვკითხე ქმარს რატომ არ დაშორდი ასეთი სადისტი თუ იყო და თავს რას აკვლევინებდი - მეთქი, - მიპასუხა, - ერთ დღესაც რომ მივხვდი, ვეღარ ვუძლებდი და ბავშებთან ერთად მშობლებთან მივედი და ვთხოვე შევეფარებინე, სახლის ყიდვაზე ლაპარაკი არ არის, დასაქირავებლადაც არ მყოფნიდა ჩემი ხელფასი, მიპასუხეს: შენი შვილებით აქ რომ მოხვიდე, შენს ძმას ცოლი ჰყავს მოსაყვანი და გინდა პრობლემები შეუქმნაო?! გაგრძელება