ორსულობის 11 კვირა - მშობლები

ორსულობის 11 კვირა

2016-10-28 14:30:57+04:00

ორსულობა კვირებისა და ტრიმესტრების მიხედვით
mshoblebi

ფეხმძიმობის მეთერთმეტე კვირა

ფეხმძიმობის მე-11 კვირაში მომავალი დედები აღნიშნავენ, რომ მათი მდგომარეობა დასტაბილურდა; დილის გულისრევა შემცირდა.

თქვენი პატარა ისეთივე ზომისაა, როგორც:

ქლიავი:

პატარას წონაა:

8 გრამი;

პატარას სიგრძეა:

6 სმ.

რა ხდება ფეხმძიმობის მეთერთმეტე კვირაში?

თუ იმ ბედნიერთა ჯგუფში ვერ მოხვდით, ვისაც ტოქსიკოზმა გაუარა, ცოტაც უნდა მოითმინოთ. მე-14 კვირამდე სიტუაცია დაგისტაბილურდებათ. ტოქსიკოზის უსიამოვნო შეგრძნებები გაგივლით.

30 წელზე მეტის ხართ? მზად იყავით იმისთვის, რომ მე-11, მე-12 კვირის ფეხმძიმეს ექიმი სკრინინგზე გაგზავნით. ნუ შეგეშინდებათ, სისხლის ანალიზი ბიოქიმიაზე და სამგანზომილებიანი ულტრაბგერითი გამოკვლევა დაადგენს ნაყოფის განვითარებას, გადახრების რისკს. ეს კვლევა სრულიად უსაფრთხოა დედისთვისაც და ნაყოფისთვისაც.

რას ჰგავს პატარა 11 კვირის ფეხმძიმობისას?

11 კვირის პატარა 8 გრამს იწონის, სიგრძით 6 სმ-ია, ქლიავს ჰგავს, უკვე შეუძლია თავის აწევა. უჩანს ნიკაპი, თითებზე ყალიბდება ფრჩხილები. აქტიურად ვითარდება ნერვული სისტემა, რეფლექსები. იხვეწება ენდოკრული სისტემა, ღვიძლი, თირკმლები, ლიმფური ჯირკვლები. სრულდება ძვლოვანი სისტემის ჩამოყალიბება. პატარას უვითარდება მიმიკა. იწოვს და ყლაპავს წყალს, აღებს და ხურავს პირს, შლის და მუშტავს ხელს. ერთი სიტყვით, მოწყენილი არაა.

რა ხდება ფეხმძიმობის მეთერთმეტე კვირაში?

ტოქსიკოზის პერიოდი სრულდება, მაგრამ იწყება ახალი პერიოდი _ გულძმარვისა და შეკრულობის. აუცილებლად გააუმჯობესეთ რაციონი. გაამდიდრეთ რძემჟავა პროდუქტებით. ალბათ შეამჩნიეთ, რომ ტუალეტში `პატარაზე~ ხშირ-ხშირად დარბიხართ.

სხვათა შორის, დააკვირდით მკერდს, გაგიჩნდებათ გამონადენი, მაგრამ ეს საშიში არაა, მკერდი ბუნებრივი კვებისთვის ემზადება.

მეთერთმეტე კვირის რჩევა

თუ გაწუხებთ ტკივილი მუცლის ქვედა ზონაში, ხერხემალში, გაქვთ სისხლიანი გამონადენი? სასწრაფოდ გაესაუბრეთ ექიმს. თქვენმა გულგრილობამ შეიძლება ნაყოფს სერიოზული ზიანი მიაყენოს.

რადგან ნაყოფის ძვლოვანი სისტემა ყალიბდება, აკონტროლეთ რაციონი _ მიირთვით კალციუმით მდიდარი საკვები. წინააღმდეგ შემთხვევაში თმის ცვენას და კბილებთან დაკავშირებულ უსიამოვნებებს თავს ვერ დააღწევთ. თუ ფეხმძიმობის მეთერთმეტე კვირა ზამთრის ბოლოს ან გაზაფხულს დაემთხვა, ექიმთან შეთანხმებით, მიიღეთ ვიტამინების კურსი.