ორსულობის 26-ე კვირა - მშობლები

ორსულობის 26-ე კვირა

2016-10-28 14:30:57+04:00

ორსულობა კვირებისა და ტრიმესტრების მიხედვით

mshoblebi

ფეხმძიმობის ოცდამეექვსე კვირა

თქვენი პატარა ისეთივე ზომისაა, როგორც:

ბროკოლი:

პატარას წონაა:

800 გრამი;

პატარას სიგრძეა: 33 სმ.

რა ხდება ფეხმძიმობის ოცდამეექვსე კვირაში?

შეამჩნევთ, რომ ფეხსაცმლის ჩაცმა გიჭირთ. სთხოვეთ დახმარება მეუღლეს. თავი კი კონკიად წარმოიდგინე.

თუ რისკის ქვეშ ხართ _ რკინადეფიციტური ანემიის ან პიელონეფრიტის გამო ექიმს უფრო ხშირად, მაგალითად თვეში ორჯერ უნდა გაესინჯოთ.

რას ჰგავს პატარა ოცდამეექვსე კვირის ფეხმძიმობისას?

პატარა აქტიურად განაგრძობს ზრდას. ამ კვირაში თვალების ფორმირება უნდა დასრულდეს. პატარა აქტიურად ახამხამებს წამწამებს და თვალების დახუჭვაც ისწავლა, როცა დედას მუცელზე მკვეთრი შუქი ეცემა. თითებზე უნიკალური ხაზები _ თითის ანაბეჭდები გაუჩნდა. სრულდება პატრას სქესობრვი ორგანოების ჩამოყალიბება. სწორედ ახლა ეჩვევა პატარა დღის რეჟიმს _ უყალიბდება ძილისა და ფხიზლობის საათები.

რას გრძნობთ ფეხმძიმობის ოცდამეექვსე კვირაში?

ოცდამეექვსე კვირის ყველაზე დიდი უსიამოვნება შეშუპებაა. გამორიცხეთ რაციონიდან ძალიან მარილიანი საკვები, მიიღეთ საკმარისი სითხე, მაგრამ არაუმეტეს 1,5-2 ლიტრისა დღეში. ლიმფა რომ არ შეგუბდეს, გაიკეთეთ მასაჟი. აგრეთვე, გაამდიდრეთ რაციონი კალიუმის შემცველი პროდუქტებით _ მიირთვით ყოველდღიურად ერთი ბანანი; დილით შვრიის ფანტელის ფაფა ვაშლითა და კურაგით.

ოცდამეექვსე კვირის რჩევა

უარს ნუ იტყვით სპეციალური ბანდაჟის ტარებაზე. ის შეგიმსუბუქებთ დატვირთვას ხერხემალზე.