ორსულობის 37-ე კვირა - მშობლები

ორსულობის 37-ე კვირა

2016-10-28 14:30:57+04:00

ორსულობა კვირებისა და ტრიმესტრების მიხედვით

mshoblebi

ფეხმძიმობის ოცდამეჩვიდმეტე კვირა

37 კვირის დაწყება მიგანიშნებთ, რომ მშობიარობა სულ მალე დადგება. ამ პერიოდისთვის მომავალმა დედამ ზუსტად უნდა იცოდეს, რომელ სამშობიაროში მოევლინება მისი შვილი. მზად უნდა ჰქონდეს ჩანთა. აგრეთვე, პირადად უნდა იცნობდეს ექიმს, რომელიც ამშობიარებს. თქვენი პატარა ისეთივე ზომისაა, როგორც:

პატარა ნესვი:

პატარას წონაა:

3 კილო;

პატარას სიგრძეა:

50 სმ.

რა ხდება ფეხმძიმობის ოცდამეჩვიდმეტე კვირაში?

ფეხმძიმობის ოცდამეჩვიდმეტე კვირაში პლაცენტა იწყებს ჭკნობას. სწორედ ამიტომ სთავაზობენ მომავალ დედებს მშობიარობის წინა რამდენიმე დღით ადრე დაწოლას სამშობიაროში. ასეთ დროს ფეხმძიმეს საშუალება ეძლევა დააკვირდეს ორსულობის ბოლო დღეებს ექიმების თანდასწრებით.

როგორ იცვლება პატარა ოცდამეჩვიდმეტე კვირის ფეხმძიმობისას?

თქვენი პატარა საშუალოდ 2900-3000 გრამს იწონის და სიგრძეში 49-50 სმ-მდე გაიზარდა. მას უკვე უჭირს მოძრაობა და ამიტომ, ძველებურად აღარ აქტიურობს. უფრო ღამით ან საღამოს გახსენებთ თავს. თუმცა, მისი განძრევა უკვე საგრძნობ ტკივილს იწვევს და არა "პეპლების ფარფატს" მუცელში. ამ პერიოდში პატარას ორგანიზმში გამოიყოფა კორტიზოლის ჰორმონი, რომელიც დაეხმარება პატარას ფილტვების გახსნასა და დაბადებისას პირველ ჩასუნთქვაში.

როგორია თქვენი შეგრძნებები ფეხმძიმობის ოცდამეჩვიდმეტე კვირაში?

ამ კვირაში შეიძლება მოყვითალო ფერის ლორწოვანი გამონადენი გაგიჩნდეთ, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მშობიარობა მალე დადგება.

ოცდამეჩვიდმეტე კვირის რჩევა

ჰორმონები ისევ ბობოქრობენ. თქვენი მგრძნობელობა იმატებს: შეიძლება სექსუალური ლტოლვა გაგიჩნდეთ. ეს ნორმალურია, ნუ შეშინდებით. სხვათა შორის, სპეციალისტები მშობიარობამდე მომავალ დედებს სექსს ურჩევენ, რაც დადებითად აისახება ჰორმონების გამოყოფაზე. მთავარია, თქვენთვის კომფორტული პოზა შეარჩიოთ.