როგორ ვასწავლოთ სკოლამდელი ასაკის ბავშვს უცხო ენა - მშობლები

როგორ ვასწავლოთ სკოლამდელი ასაკის ბავშვს უცხო ენა

2016-11-10 18:02:50+04:00

ზოგს ნაადრევი სწავლება ზედმეტ წვალებად მიაჩნია არსებობს მოსაზრება, რომ რაც უფრო ადრე ისწავლის პატარა მეორე ენას, მით უკეთ აითვისებს მას. ზოგს ნაადრევი სწავლება ზედმეტ წვალებად მიაჩნია. ფსიქოლოგების ერთი ნაწილის აზრით, ბავშვისთვის საუკეთესო პერიოდი უცხო ენის შესასწავლად წლინახევარის ასაკია. ეს ერთი შეხედვით წარმოუდგენელი ჩანს - წლინახევრის ბავშვს რა უნდა გააგებინოთ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამ ასაკშიც შეიძლება სწავლა.

1. პასიური ჩვევები

ბავშვი ლექსიკონს გაამდიდრებს მოსმენილი სიმღერის ან მულტფილმში გაგონილი ფრაზის წყალობით. დღესდღეობით საბავშვო არხებზე უამრავი ინგლისურენოვანი მულტფილმი გადის. სცენარში ლინგვისტური წინადადებები გაჯერებულია სხვა სასარგებლო ჩვევებით: ფერების, ცხოველები, მოქმედებების, სპორტული ვარჯიშების შესწავლით.

2. მეტი სიმღერები და ლექსები

ინგლისურ ენაზე მარტივი, საბავშვო სიმღერის მოსმენაც კი ეხმარება პატარას მელოდიისთვის ყურის დაგდებას, მეხსიერებაში ილექება უცხო ენაზე გაგებული პირველი სიტყვები. მოზრდილ ასაკში ასწავლეთ ბავშვებს უცხო ენაზე ლექსები, სიმღერები, ციფრები, ფერები, კვირის დღეები.

თუ მშობლები თავად საუბრობენ ინგლისურად, ეს იდეალური ვარიანტია ბავშვისთვის ენის ასათვისებლად. მოაწყვეთ საოჯახო თეატრი, ინპროვიზებული გამოსვლა, იმღერეთ სიმღერები, ესაუბრეთ. თუ მშობელი ვერ ფლობს ენას სრულყოფილად, დახმარება სთხოვეთ ძიძას, რეპეტიტორტს.

3. წიგნების კითხვა ინგლისურ ენაზე

ფერადი ლექსიკონები, ბროშურები, ბარათები, ვიქტორინები, ლოტო და დომინო, _ ეს ყველაფერი დაეხმარება 3-5 წლის პატარას (გააჩნია ბავშვის კომუნიკაციის შესაძლებლობებს) უცხო ენის ათვისებაში.

უცხო ენის სწავლის დაწყების პირველივე დღეს აუხსენით პატარას რატომ უნდა ისწავლოს უცხო ენა. რათა იმეგობროს უცხოენოვან ბავშვებთან, რათა წერილი მისწეროს საყვარელი მულტფილმის გმირს, თოვლის პაპას. არ დაგავიწყდეთ პატარას წახალისება მცირე საჩუქრით.

4. ჯგუფში მუშაობა

5-6 წლიდან ბავშვი შეგიძლიათ ინგლისური ენის შემსწავლელ ჯგუფში მიაბაროთ. თანატოლებთან ურთიერთობა დამატებითი სტიმულია უცხო ენის ასათვისებლად. სასურველია, ჯგუფში მეგობრული, შემოქმედებთი ატმოსფერო სუფევდეს. პედაგოგი ყველა ბავშვს უნაწილებდეს სიყვარულს და ცოდნას და არ ჰყავდეს გამორჩეულად საყვარელი მოსწავლეები. საათობით მეცადინეობას და ახალი მასალის დაზუთხვას ბავშვი წლების მატებასთან ერთად შეძლებს. ახლა მთავარია, მოტივაციის ფორმირება