2017 წელს შეცვლილი ვარცხნილობით შეხვდით - რას პირდება მამლის წელი ზოდიაქოს ნიშნებს - მშობლები

2017 წელს შეცვლილი ვარცხნილობით შეხვდით - რას პირდება მამლის წელი ზოდიაქოს ნიშნებს

2016-11-25 18:06:52+04:00

ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის 2017 წელი აღმოსავლური კალენდრით 28 იანვარს დადგება ცეცხლოვანი მამლის იქნება. წლის დასაწყისი მშვიდად ჩაივლის, მაგრამ გაზაფხულზე მნიშვნელოვანი ცვლილებები, მოულოდნელობები და სასიამოვნო სიურპრიზები გელით.

მთავარია, მამლის წელიწადში ყველანაირ ცვლილებას ფილოსოფიურად მივუდგეთ. ადამიანებმა არ უნდა იზარმაცონ. კარიერული თვალსაზრისით უამრავ საინტერესო შემოთავაზებას მიიღებთ. თუმცა, ნუ აჩქარდებით და ყველაფერი კარგად აწონ-დაწონეთ და საუკეთესოთა შორის საუკეთესო ამოარჩიეთ.

მამალს უყვარს ბრწინვალება და ყურადღების ცენტრში ყოფნა. ამიტომ, თავადაც უნდა შეიცვალოთ იმიჯი, გარეგნობა; თამამად მიმართეთ ექსპერიმენტებს. მამალს უყვარს იმპროვიზაცია, შეიძლება სცენარი ასეც განვითარდეს: გადაწყვეტთ ეგზოტიკური ქვეყნის მონახულებას, მაგრამ გაფრენის წინ გადაიფიქრებთ და მშობლიურ რაიონში წასვლას გადაწყვეტთ. უკვე აეროპორტში კი შეტყობინებას მიიღებთ, რომ მილიონი მოიგეთ ან შორეულმა ნათესავმა მდიდრული მემკვიდრეობა დაგიტოვათ.

მამლის წელიწადში მეტი დრო უნდა დაუთმოთ ინტელექტუალურ განვითარებას, შემოქმედებით საქმიანობას. წარმატებას, აღიარებას და ფულს მიიღებთ, მამალი ხელს შეგიწყობთ ყველა საქმიანობაში.

ფინანსური მდგომარეობა სტაბილურობით გაგახარებთ. შეიძლება მთვარეზე ვერ გაფრინდეთ, მაგრამ დელიკატესებისა და ფუფუნების საგნებისთვის ყოველთვის გექნებათ ფული. შეიძლება დამატებითი შემოსავლის წყაროც გამოგიჩნდეთ. განსაკუთრებით წარმატებული წელი ელით მამლის წელიწადში დაბადებულ ადამიანებს. ყველა დასახულ მიზანს უბრძოლველად მიაღწევთ და საკუთარ ადგილს დაიმკვიდრებთ.

2017 წელს დასვენებისთვისაც გამოგიჩნდებათ დრც და ფულიც. თქვენი გადასაწყვეტია, სად გაატარებთ შვებულებას მშობლიურ მხარეში თუ პოპულარულ და მდიდრულ კურორტზე.

მამალი მგრძნობიარე და ამოუცნობი ფრინველია. საინტერესო მოვლენებით დატვირთული პირადი ცხოვრება გელით. 2017 წელს საინტერესო ნაცნობობა გელით; მათ შორის, საბედისწეროც. ასე, რომ თუ მარტოხელა ხართ, მამალი საბედოს შეგახვედრებთ.

თუმცა, არც დაქორწინებულებს დასწყვეტს გულს და მათ მეორე თაფლობის თვეს მოუწყობს. თქვენ შორის კვლავ იფეთქებს სიყვარულის ცეცხლი, ნაზი გრძნობები ერთმანეთის მიმართ. თუ შვილის გაჩენას ფიქრობთ, 2017 წელს ნუ გადააცდენთ. მამლის წელიწადში დაბადებულ თქვენს პატარას ლამაზი და საინტერესო ცხოვრება ელის. წარმატებას მიაღწევს პოლიტიკურ სფეროსა და საქმიან ცხოვრებაში.

დაბოლოს, მამლის წელიწადი წარმატებას ჰპირდება აქტიურ, მებრძოლ ადამიანებს. ასე, რომ თუ რამის მიღწევა გსურთ, ტახტზე ნუ წამოკოტრიალდებით, გააქტიურდით.

რას ჰპირდება მამლის წელიწადი თითოეულ ნიშანს

ვერძი

საინტერესო მომენტებით აღსავსე წელი გელით. მაიმუნმა უამრავი გამოცდა მოგიწყოთ, რომელიც წარმატებთ ჩააბარეთ. მამლის წელიწადში კი ჯილდოს ჯილდოზე მიიღებთ. გათავისუფლდებით ყველაფერ იმისგან, რაც განვითარებაში, წინსვლაში გიშლით ხელს.

კურო

თამამად შეგვიძლია წლის ყველაზე წარმატებული ნიშანი გიწოდთ. კარიერული წინსვლას ნაბიჯ-ნაბიჯ მიუახლოვდებით. ექსცენტრიკული მამალი პირად ცხოვრებაში რამდენიმე სიურპრიზს გიმზადებთ.

ტყუპი

მამალი დაგეხმარებათ დაასრულოთ ის საქმეები, რომლებიც 2016 წელს დაიწყეთ. აგრეთვე, წარმატებით განახორციელებთ საქმიან და შემოქმედებით იდეებს.

კირჩხიბი

არც 2016 წელი ყოფილა თქვენთვის ცუდი, მაგრამ 2017 უკეთესი იქნება. მამალი არ აგაჩქარებთ გადაწყვეტილებების მიღებაში. სამსახურში სტაბილურობა და ბედნიერი ოჯახური ცხობრება გელით.

ლომი

მთელ წელიწადს მამალი მზრუნველობის ქვეშ გაატარებთ. მოთმინებით აღიჭურვეთ და ცხოვრება სასიამოვნო სიურპრიზებს გამოიმეტებს თქვენთვის; ყველაფერი ბედნიერად და წარმატებულად გექნებათ.

ქალწული

მამალი საჩუქრებს გიმზადებთ. თებერვალში კარიერული წინსვლა გელით. თუმცა, თავადაც უნდა იაქტიუროთ და მოითხოვოთ დაწინაურება, ხელფასის მომატება. ოჯახში კი მატება გელით.

სასწორი

წელიწადის დასაწყისში საინტერესო შეხვედრები, მხიარულება, საინტერესო საქმიანობა და რომანტიკა გელით. და ასევე გაგრძელდება მთელი წელი.

მორიელი

2016 წელს სასურველის მისაღწევად ხშირად გიხდებოდათ ნესტარის გამოყენება. მამლის წელიწადში კი დაივიწყებთ მას. ნებისმიერ უსიამოვნებას აგარიდებთ. წელიწადი იმდენად იდეალური იქნება, რომ პრობლემები მოგენატრებათ. ის მთელი წელი იზრუნებს თქვენს კეთილდღეობაზე.

მშვილდოსანი

გასაყოფი არავისთან არაფერი გექნებათ თქვენ წილ ბედნიერებასაც ადვილად მიაღწევთ და საქმეებშიც წარმატება გელით. არ დაგავიწყდეთ მაიმუნის გაცილება და მამალს მხიარული დახვედრა მოუწყვეთ.

თხის რქა

მამალი აღმერთებს მიწის ნიშნებს და ყველა ღონეს იხმარებს, რომ შრომისმოყვარე თხის რქას არაფერი გაუჭირდეს და წარმატებასაც მიაღწიოს.

მერწყული

2016 წელს კარგად იმუშავეთ და 2017 წლის მბრძანებელი თქვენით წელსაც აღფრთოვანებული იქნება. ნერვიულობისთვის არ გეცლებათ მამალი სასიამოვნო ცვლილებებს გპირდებათ.

თევზები

მამალი თქვენთვის მაიმუნისაზე არანაკლებ მზრუნველი და წარმატებული იქნება. შეგიძლიათ განაგრძოთ განვითარება და ბედნიერად ცურვა სიამოვნების ოკეანეში. იხარეთ ცხოვრებით და ნუ იფიქრებთ პრობლემებზე.