ბავშვის ფიზიკური განვითარების ძალიან საჭირო სქემა - მშობლები

ბავშვის ფიზიკური განვითარების ძალიან საჭირო სქემა

2014-07-30 12:40:38+04:00

როდის უნდა ტრიალდებოდეს, ხოხავდეს, ჯდებოდეს, დგებოდეს და დადიოდეს პატარა დაბდებიდან იმ დრომდე, სანამ სიარულს დაიწყებს, ბავშვი ბევრნაირად განვითარდება. ჯერ გადაბრუნება უნდა ისწავლოს, მერე დაჯდომა, წამოდგომა და ა.შ. ამას ყველაფერს თავისი ვადები აქვს და თავისი თანმიმდევრობაც.

მაგალითად, წამოჯდომის მცდელობების ასეთი მიმდევრობაა:

• წამოჯდომის მცდელობა (ხელების დახმარებით) - 4-5 თვე;

• წამოჯდომა ხელების დახმარებით - 5-6 თვე;

• წამოჯდომა ერთი ხელის დახმარებით - 5-8 თვე;

• წამოჯდომა საგანზე ხელის მოჭიდებით - 6-8 თვე;

• წამოჯდომა მცირე დასაყრდენით - 7-9 თვე;

• წამოჯდომა დასაყრდენის გარეშე - 7-9 თვე;

• წამოჯდომა ნებისმიერი მდგომარეობიდან - 8-11 თვე;

5 თვიდან, ისე, რომ არ აწვება ფეხებს, უბრალოდ უფროსს უჭირავს და ფეხზე თითქოს აყენებს.

8 თვიდან, თუ თავადაც ცდილობს და თუ ორთოპედმაც დართო მშობელს ამის ნება, ბავშვი ცდილობს ფეხზე დგომას, ოღონდ ორივე ხელი აქვს მოჭიდებული. ამ ასაკიდან ბევრი ჭოჭინაშიც სვამს პატარას. თუმცა ეს საკითხიც აუცილებლად პედიატრთან და ორთოპედთან შეთანხმებით უნდა მოხდეს.

რასაკვირველია, ვადები, განსაკუთრებით, ფეხის ადგმის, ბავშვებს სხვადასხვანაირი აქვთ, მაგრამ სიარულის დაწყებამდე პერიოდს მაინც ყველა ერთნაირი მიმდევრობით გადის. ამიტომ, ყველა დედისთვის, განსაკუთრებით კი ახალბედა დედისთვის, საინტერესო იქნება ამ გრაფისთვის თვალის შევლება. ეს სქემა, რომელიც პედიატრების მიერ არის შემუშავებული, კარგად გამოხატავს განვითარების აღნიშნულ ეტაპებს.

mshoblebi