რა მისწერა ვიქტორია ბექჰემმა საკუთარ თავს 18 წლის ასაკში – ყველა გოგოს საკითხავი - მშობლები

რა მისწერა ვიქტორია ბექჰემმა საკუთარ თავს 18 წლის ასაკში – ყველა გოგოს საკითხავი

2017-01-09 10:58:19+04:00

"ვიცი, რომ არ ხარ ყველაზე ლამაზი... საშინელი მუწუკები გაქვს..." სპეციალურად ბრიტანული ,,Vogue''-ისთვის 42 წლის ვიქტორია ბექჰემმა დაწერა წერილი – საკუთარი თავისთვის, 18 წლის ასაკში. მისცა თავს რამდენიმე რჩევა, კომპლექსებთან საბრძოლველად და ცხოვრების სიყვარულთან შესახვედრად. ეს ყველა გოგონას საკითხავია.

ბავშვობასა და კომპლექსებზე: ძვირფასო ვიქტორია, მე ვიცი, რომ შენ იბრძვი. შენ არ ხარ ყველაზე ლამაზი, არც ყველაზე გამხდარი და არ ცეკვავ საუკეთესოდ შენს კოლეჯში. საშინელი მუწუკები გაქვს და სასწავლო წლის დაწყების აღსანიშნავ ზეიმზე საზიზღარი იისფერი ტრიკო ჩაგაცვეს და ყველაზე უკან დაგაყენეს. “ალბათ მეტისმეტად მსუქანი ვარ” – ფიქრობ შენ. ამის მერე კი მშობლებთან რეკავ და ყვირი: “მეტი არ შემიძლია! სახლი მენატრება!”

მაგრამ მე გწერ შენ, დასამშვიდებლად, 18 წლისავ: იყავი ძლიერი.

გარეგნობაზე: კანი გასწორდება (საიდუმლოდ გეტყვი, საკუთარი კოსმეტიკის ბრენდსაც კი შექმნი). ყველაფერი თავისით ჩადგება ნორმაში, თუმცა მანამდე თავს გაიტანჯავ უსარგებლო დიეტებით და მწვანე წვენებზეც კი “შეჯდები”. ნაკლები კოსმეტიკა გამოიყენე და ბოლოს და ბოლოს, მორჩი ნერვიულობას შენი მკერდის გამო! ნახევარი ცხოვრება ეცდები მის დამალვას, ტყუილად! ეს უბრალოდ კომპლექსებია და მათგან მალევე უნდა გათავისუფლდე. განაგრძეთ კითხვა