ეს მოვლენა გინესის რეკორედების წიგნში მოხვდა მრავალნაყოფიერი მშობიარობა სასწაულს აღარ წარმოადგენს. ხელოვნური განაყოფიერების დროს ტყუპის დაბადება ჩვეულებრივი მოვლენაა. ორი და სამი ნაყოფი კი არა, ახლა ხუთი, რვა და 11 ბავშვიც კი იბადება ერთდროულად. გადახედეთ მამაცი დედების ისტორიებს, რომლებმაც ერთი მშობიარობით მრავალშვილიანი ოჯახები შექმნეს.
42 წლის მარია ფერნანდესმა 37 წუთის განმავლობაში, ბუნებრივი გზით 11 ბავშვი გააჩინა. ყველა პატარა - აქედან 6 იდენტური ტყუპია - ჯანმრთელია. ეს მოვლენა გინესის რეკორედების წიგნში მოხვდა.
ოთხეული - 14 წლის იდენტური ტყუპი მეგანი, სარა, კენდრა და კალი დერსტები 6 წლიდან პოპულარულები არიან. მათ ცხოვრებაზე რეალითი შოუს იღებენ.
სტატისტიკური მონაცემით, 2000 წლის 15 იდენტური ოთხეული ტყუპი დაბადა. შანსი, რომ ერთ ფეხმძიმეს ოთხეული ეყოლება, 700 ათასზე ერთი შემთხვევაა.
55 წლის კალიფორნიელმა მერი ფუდელმა ხელოვნური განაყოფიერების შედეგად ოთხეული - 3 გოგონა და 1 ვაჟი გააჩინა. ცოტა ხანში ერთი გოგონა გარდაიცვალა, ორი დედამ გააშვილა და მხოლოდ ვაჟი დაიტოვა.
მერი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა როგორც ოთხეულის ყველაზე ასაკოვანი დედა.
ყველაზე ცნობილი და ჯერჯერობით ერთადერთი შემთხვევაა, როცა გოგონების ხუთეული მოევლინა ქვეყანას. ისინი 1934 წელს დიონების ოჯახში დაიბადნენ. მათზე მზრუნველობა ონტარიოს (კანადა) ადმინისტრაციამ ითავა, სახლიც აუშენეს. გოგონებს გამოფენებსა და შეხვედრებს უმართავდნენ. ტყუპის აზრით, მათი ცხოვრება ბედნიერი არ ყოფილა. (მათ ტრაგიკულ ცხოვრებაზე წაიკითხეთ ეს სტატია)
2013 წელს სოლტ ლეიკ სიტიში ხუთეული დაიბადა - 3 გოგონა და 2 ბიჭი. ფეხმძიმობა ბუნებრივი ჩასახვის შედეგად მოხდა.
2016 წელს ოდესელ წყვილს, რომელიც ორ ტყუპს ელოდებოდა, 5 ტყუპი ეყოლა.
საინტერესო შემთხვევა დაფიქსირდა ტეხასში. ნკემ ჩუკვამ 1998 წლის 8 დეკემბერს გოგონა გააჩინა, ხოლო 20 დეკემბერს კიდევ 5 გოგონა და 2 ბიჭი. სამწუხაროდ, ერთ-ერთი გოგონა დაბადების შემდეგ გარდაიცვალა.
2009 წელს 33 წლის ნადი სულიმანმა 8 ტყუპი გააჩინა - 2 გოგონა და 6 ბიჭი. ყველა ბავშვი ჯანმრთელია. ეს ერთადერთი შემთხვევაა, როცა რვავე ბავშვი გადარჩა.
ერთდროულად 9 ტყუპი გაჩნდა 1971, 1972, 1976, 1977, 1979 და 1999 წლებში. 54-დან არც ერთი ბავშვი არ გადარჩენილა.
ერთ მშობიარობაზე 10 ბავშვის დაბადება უნიკალური მოვლენაა. პირველი ასეთი შემთხვევა ბრაზილიაში, 1946 წელს დაფიქსირდა. დაიბადა 8 გოგონა და 2 ბიჭი. ცნობილია აგრეთვე შემთხვევები, როცა ერთ მშობიარობაზე 10 ბავშვი გაჩნდა ჩინეთში 1936 წელს და ესპანეთში 1924 წელს. დღესდღეობით გადარჩენილ ბავშვებზე არანაირი ინფორმაცია არ არსებობს.
იტალიელი გინეკოლოგი ჯენარო მონტანინო ამტკიცებს, რომ ფეხმძიმობის მეოთხე თვეში აბორტი გაუკეთა ქალს და მოაცილა 15 ნაყოფი - 10 გოგონა და 5 ბიჭი. სამწუხაროდ, ეს მოვლენა დოკუმენტალურად არ დაფიქსირებულა. ქალი უნაყოფობაზე მკურნალობდა.
ამგვარად, ერთ ფეხმძიმობაზე დაბადებული 11 ბავშვი აბსოლუტური რეკორდია.