ვინ არიან სინამდვილეში მინიონები - ბევრ ქვეყანაში მშობლები უკრძალავენ ბავშვებს ამის ყურებას - მშობლები

ვინ არიან სინამდვილეში მინიონები - ბევრ ქვეყანაში მშობლები უკრძალავენ ბავშვებს ამის ყურებას

2017-01-31 07:10:58+04:00

რა კავშირი აქვთ მინიონებს ნაცისტების დროს წამებულ ბავშვებთან და რას ქადაგებს ეს მულტფილმი? მშობლებს გამოცდილი გვაქვს, როგორი აღტაცებით შეჰყურებენ ჩვენი შვილები საყვარელ მულტპერსონაჟებს. ვერც იმას უარვყოფთ, რომ საყვარელი პერსონაჟები გარკვეული დოზით გავლენას ახდენენ ბავშვის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, ჩვევებსა თუ აზროვნების განვითარებაზე. ამიტომ მშობლისთვის ყოველთვის საინტერესოა პოპულარული მულტფილმების ერთგვარი ფსიქოლოგიური ანალიზი, რომლითაც ვიგებთ, თუ რა ზემოქმედება შეიძლება ჰქონდეს ამ მულტფილმებს ჩვენს შვილებზე.

ამჯერად ყველასთვის ცნობილ და ბევრისთვის საყვარლ მინიონებს შევეხებით. მათ შესახებ უცხოურ მედიაში არაერთხელ გამოქვეყნდა ფსიქოლოგთა შემაშფოთებელი განცხადებები. ვფიქრობთ, ქართველ მშობლებსაც დააინტერესებთ, რას წერენ მინიონებზე უცხორ პრესაში, დასკვნები კი თქვენთვის მოგვინდია.

როდის გამოჩნდნენ

2010 წლის ზაფხულის არდადეგებზე ეკრანებზე გამოვიდა მულტფილმი "საზიზღარი მე". ფილმში მოთხრობილია ბოროტმოქმედის შესახებ, რომლიც, გარემოებებიდან გამომდინარე, იძულებული იყო დროებით კეთილი გამხადრიყო. ამ მულტფილმის ძირითადი მოქმედი გმირები კი ამ ბოროტმოქმედის მხიარული დამხმარეები, მინიონები იყვნენ.

გაურკვეველ ენაზე მოსაუბრე მილიონობით ყვითელი პატარა კაცუნა საკმაოდ უცნაური და არაადეკვატური საქციელით გამოირჩევა. ამ კაცუნებმა მაშინვე მიიპყრეს მაყურებლის ყურადღება. შედეგად, ამ მულტფილმს მოჰყვა გაგრძელება, მინიონები იქცა ბრენდად.

თითქოს ამ ყვითელ პატარა კაცუნებში ცუდი არაფერი იყო. თუმცა მათით მალე დაინტერესდნენ მსოფლიოს ფსიქოლოგები.

ვინ არიან მინიონები?

ლეგენდის მიხედვით, მინიონები დედამიწაზე ჯერ კიდევ დინოზავრების დროს არსებობდნენ. აშკარაა, რომ ისინი უკვდავები არიან. მათი ცხოვრების არსი მხოლოდ ერთ რამეში მდგომარეობს, ისინი ემსახურებიან ბოროტებას. ამა თუ იმ ბოროტმოქმედის მორჩილების გარეშე ისინი დეპრესიაში ვარდებიან. ისინი ეძებენ კონკრეტულ ბოროტმოქმედს, მთელი არსებით ემსახურებიან, აკერპებენ და ემონებიან მას. ეს არის მათი ცხოვრების მთავარი კრედო. ასე გრძელდება მათი კერპის გარდაცვალებამდე, ამის შემდეგ ეძებენ ისევ ახალს და სქემა მეორდება. მინიონებს ვერ დავარქმევთ ერს, რადგან ისინი არ მრავლდებიან, მათ არ ჰყავთ მოხუცები, ქალები და ბავშვები.

მიუხედავად იმისა, რომ მთელი მათი არსებობის მანძილზე მინიონები ემსახურებიან ბოროტებას, ხანდახან, უნებურად, ისინი სიკეთის მსახურებადაც გვევლინებიან, მაგალითად, მათ დაწვეს დრაკულა, დახვრიტეს ნაპოლეონი და ა.შ. ისინი ხან იბრძვიან, ხან რაღაცას ზეიმობენ, ხან ვიღაცას სჯიან და ხან დედამიწის გადარჩენაზე ფიქრობენ.

ერთი სიტყვით, ვერც ერთი ბავშვი ვერ გიპასუხებთ ზუსტად, ეს ჩვენი მინიონები საბოლოო ჯამში ბოროტები არიან თუ კეთილები. ანუ აქ სიკეთისა და ბოროტების ზღვარი საკმაოდ ბუნდოვანია.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ მინიონების სქესიც გაუგებარია, წესით, ისინი კაცუნები არიან, მაგრამ მათთვის არავითარ სურთულეს არ წარმოადგენს სურვილის შეთხვევაში გოგონებად გარდასახვა.

მიუხედავად იმისა, რომ მინიონებს ერთმანეთთან საუკუნოვანი მეგობრობა აკავშირებთ, ეს მეგობრობა ხელს არ უშლის მათ იმაში, რომ ერთი ბანანის გულისთვის ერთმანეთს სასტიკად გაუსწორდნენ და არც ერთ მათგანს მოუვა თავში აზრად მეგობრის დაცვა. მათთვის უცხოა ისეთი ცნებები, როგორიც არის მეგობრობა, თანაგრძნობა, სინდისი თუ ავმოყვარეობა. ანუ ყველაფერი ის, რაც ადამიანურ სამყაროში ძირითად ფასეულობად ითვლება. ამ ყოველივედან გამომდინარე ბავშვის ფსიქიკა, მულტფილმი კი განკუთვნილია +6 აუდოტორიისთვის, სერიოზულ ჩიხში შედის, მას ვერ შეუფასებია საყვარელი მულტფილმის გმირი, ვერ გამოუტანია დასკვნა, ვერ გაგცემთ პასუხს იმაზეც, მისი საყვარელი პერსონაჟი ქალია თუ კაცი. ეს გასაკვირი არც არის, ასეთი გმირები ბავშვს კი არა, ზრდასრულ ადამიანსაც აბნევენ. გასაგებია მხოლოდ ის, რომ მინიონები არიან მონები, მსახურები, შექმნილები იმისთვის, რომ ემსახურონ ვიღაცას, ეს არის მათი მთავარი ფუნქცია და დანიშნულება, ეს არის მათი არსი.ეს ყველაფერი ილექება ბავშვის ცნობიერებაში და მისდა უნებურად, მისთვის აღარ წარმოადგენს პრობლემას მეგობრის დაცინვა, ვიღაცის მონობა, სულ პატარა რამის გამო ამხანაგის დაჩაგვრა და დამცირება. მისთვის ჩვეულებრივი ამბავია სქესის შეცვლა სურვილის მიხედვით. ამ ყვითელ კაცუნებს არ გააჩნიათ არანაირი მორალური პრინციპები და ფასეულობები და ეს არავისში იწვევს გაკვირვებას და განცვიფრებას, ეს ისეთივე ორგანული და ჩვეულებრივი ამბავი ხდება ბავშვებისთვის, როგორიც მინიონებისთვის არის მულტფილმში... და სამწუხაროდ, მხოლოდ "მინიონებშიც" არ არის პრობლემა - ბევრი მშობელი დაგვეთანხმება, რომ თანამედროვე თამაშები და მულტფილმები სავსეა ასეთი მაგალითებით და "გაუგებარი" იდეოლოგიით.

ყოველივე ამის შემდეგ მართლაც საბოლოო დასკვნის გაკეთება თქვენთვის, მშობლებისთვის მოგვინდია. ალბათ სასურველია, ბავშვებთან ერთად ან მათზე ადრე უყუროთ, დაინტერესდეთ იმით, რას უყურებს თქვენი შვილი და სანამ ის პატარაა და გიჯერებთ, ეცადოთ, რაც შეიძლება აზრიანი, კარგი და ხარისხიანი პროდუქცია მიაწოდოთ - მულტფილმების, ვიდეოთამაშების, წიგნებისა თუ ჟურნალების სახით. ბავშვების ფსიქიკა, ოჯახურ გარემოს, თანატოლების ქცევასა და სასწავლო გარემოსთან ერთად, სწორედ ამგვარი რამეებითაც ყალიბდება და მაქსიმალურად ეცადეთ, რომ არ წავიდეს ის არასწორი მიმართულებით.

P.S. ამბობენ, რომ მინიონები ფაშისტების მიერ წამებული ებრაელი ბავშვების პროტოტიპები არიან

ეს ფოტო ცოტა ხნის წინ გავრცელდა და დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.

mshoblebi

ზედა ფოტოზე ებრაელი ბავშვები არიან, რომლებზეც საკონცენტრაციო ბანაკში ცდებს ატარებდნენ. მათ სპეციალურ ჩაფხუტებს ახურავდნენ და გაზის კამერებში უშვებდნენ, მერე კი სხვადასხვა ინიექციას უკეთებდნენ და ჩაფხუტებს ხსნიდნენ, რომ გამოერკვიათ, რომელიც საშუალება ანეიტრალებდა გაზით მოწამვლას, რომ მერე ის გერმანელი ჯარისკაცების დასაცავად გამოეყენებინათ. რა თქმა უნდა, ბავშვების უმრავლესობა იხოცებოდა.... ჩაფხუტდახურული ებრაელი ბავშვები გერმანელებისთვის გაუგებარ ენაზე ლაპარაკობდნენ, "წრიპინებდნენ", ისევე, როგორც მინიონები წრიპინებენ გაუგებარ ენაზე.

მსგავსება მართლაც მეტისმეტად ბევრია... ფოტოს გავრცელების შემდეგ ამბობდნენ, რომ მულტფილმ "საზიზღარი მე"-ს გადაღება თეთრ სახლში დაიგეგმა ბარაკ ობამას მიერ, რათა კიდევ ერთხელ შეეხსენებინათ ხალხისთვის, რა საშინელი ფაქტია ნაცისტობა და რომ ამ ფაქტის განმეორება ყოვლად დაუშვებელია. თუმცა ამგვარი პარალელები და ამ ბავშვების ასე გამოყენება, დაგვეთანხმებით, არც ისე ეთიკურია...

მოგვიანებით "უნივერსალ პიქჩერზმა" უარყო ბრალდებები და გამოაცხადა, რომ მინიონების პროტოტიპები ჩვეულებრივი მყვინთავები არიან, რომლებსაც ასეთივე უჩვეულო ჩაფხუტები ეხურათ მეოცე საუკუნის ოციან წლებში... თუმცა ეს ვერსია არც ისე სარწმუნოდ მიიჩნია საზოგადოებამ.

თქვენ რას ფიქრობთ ამ თემასთან დაკავშირებით? თქვენი მოსაზრებები კომენტარებისველში დააფიქსირეთ. ძალიან საინტერესოა, რა შეფასებას გააკეთებენ ქარველი მშობლები?

გამოყენებული წყაროები:

https://www.youtube.com

www.truthorfiction.com

smoloko.com

http://whatisgood.ru

www.snopes.com