მოსწავლე-გამომგონებლების წარმატება მსოფლიოს ყველა მეცნიერისთვის საოცნებო ადგილზე - "ცერნში" სამი ქართველი მოსწავლე-გამომგონებელი გაემგზავრება! საფრანგეთისა და შვეიცარიის საზღვარზე, ჟენევასთან ახლოს, ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრის - "ცერნის" ლაბორატორიას, ვახო კონტრიძე, გიორგი მარგიანი და ბექა მიქაძე 21 ნოემბერს 5-დღიანი შემეცნებითი ვიზიტით ეწვევიან. მათთან ერთად მსოფლიოს მეცნიერების ცენტრს რესპუბლიკური ოლიმპიადის გამარჯვებულებიც დაათვალიერებენ.
"ცერნში მოხვედრაზე ყველა მეცნიერი ოცნებობს. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. იქ მივიღებთ რჩევებსა და რეკომენდაციებს ჩვენი პროექტის შესახებ," - აღნიშნავს ახალგაზრდა მეცნიერი ვახო კონტრიძე.
ჯგუფის პროექტის სახელწოდებაა "ფუჭი ელექტრომაგნიტური ენერგიის ნაკადის "ჰარვესტერ-რეციკლერი", ხუთი-ერთში". ამ გამოგონებით კონტრიძე მისი ჯგუფის წევრებთან ერთად ახალგაზრდა მეცნიერთა და გამომგონებელთა კონკურსის "ლეონარდი და ვინჩის" 2015 წლის გრან პრის მფლობელი გახდა.
"ჩვენ შევქმენით მოწყობილობა, რომელიც გამოიმუშავებს დენს, აქვს wi-fi-ს მიმღები, ტელემიმღები, რადიომიმღები და აცხელებს წყალს. სწორედ ამ პროექტით მივემგზავრებით ცერნში", - თქვა კონტრიძემ.
კონტრიძე არა მხოლოდ "ლეონარდო და ვინჩი" 2015-ის გამარჯვებულია, არამედ მან, გიორგი ნიორაძესთან ერთად, 2016 წლის კონკურსზეც მოიპოვა გრან-პრი. შესაბამისად, ის მომავალ წელსაც გაემგზავრება ცერნში.
"ჩვენი 2016 წლის პროექტი მზის ელემენტის მარგი ქმედების კოეფიციენტის გაზრდის ინოვაციურ ტექნოლოგიას ეხება. მზის ელემენტებს ახასიათებს სამი სახის პრობლემა: გადახურება, არასაკმარისი ენერგიის გამოყოფა და არამდგრადობა წვიმის ან თოვლის მიმართ. ამ პრობლემის გადასაჭრელად დავიწყეთ მუშაობა და ჩვენი ცდა წარმატებით დასრულდა